იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის წარმოშობაზე საუბრობს და ამბობს, რომ 2019 წლის დეკემბრამდე არსებობდა სხვა მსგავსი ტიპის ვირუსები, თუმცა ეს განსხვავებული შემთხვევაა და ის ყველას შეიძლება დაემართოს, თუმცა პანდემიად არ ითვლება.
იმუნოლოგის თქმით, დამაიმედებელია გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა და ასევე ის ფაქტი, რომ ინფექციის პირველწყარო სადაც იყო, ქალაქ უხანში დღეს ვირუსით დაავადებულთა რიცხვი ფაქტობრივად, აღარ იზრდება.
„სწორია, უნდა ვშფოთავდეთ, ჯანსაღი რეაქცია იყო, ყველანი ფხიზლად და პასუხისმგებლობით უნდა ვიყოთ. ეს რას ნიშნავს – თუ გადაუდებელი აუცილებლობა არაა, თავი შეიკავოს ყველამ უცხოეთში წასვლისგან და ამით საკუთარ შვილებს, მოქალაქეებს და ყველას ჩვენ გაგვიფრთხილდნენ. მოვა სითბო და ეს ინფექცია ალბათ ჩათავდება. ხელის ჰიგიენას გადამწყტვეტი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე დიდი წყარო ინფექციის გავრცელების არის ხელი. ნიღაბს ამ დაცვის თვისება მინიმალური აქვს” – აცხადებს კულუმბეგოვი.