თურქეთსა და სირიას შორის ომი დაიწყო - საქმეში რუსეთი ჩაერია

თურქეთსა და სირიას შორის ომი დაიწყო - საქმეში რუსეთი ჩაერია

მას შემდეგ რაც ერდოღანის მიერ სირიის არმიისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა შეიარაღებული ძალების იდლიბის პროვინციიდან გაყვანის თაობაზე, თურქულმა ჯარმა მასირებული შეტევა დაიწყო ფრონტის მთელ მიმართულებაზე სირიული სახმელეთო ძალების გასანეიტრალებლად.

გავრცელებული ინფორმაციით, აქტიურად მუშაობენ თურქული ფ-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებიც, რომლებიც ამუშავებენ სირიელთა პოზიციებს. თავის მხრივ ვრცელდება ფაქტები, რუსული თვითმფრინავების აქტიური მოქმედების შესახებ, რომლებმაც, როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები იტყობინებიან, გზა გადაუჭრეს თურქულ საფრენ აპარატებს.

ტვიტერზე გაცხადებული ინფორმაციით, რუსულმა ფლოტმა ხმელთაშუა ზღვიდან კალიბრის ტიპის 14 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა ფრონტის ხაზზე, თუმცა შედეგები ამ დრომდე უცნობია.

ასევე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ერდოღანის მიმართვა "ტვიტერის" ქსელით, სადაც იგი თავისი ერის გამარჯვების აუცილებლობასა და ინტერესების დაცვაზე საუბრობდა.

იდლიბის მოსაზღვრე, ჰატაის პროვინციაში ჩავიდა თურქეთის თავდაცვის მინისტრი და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, რომლებიც მეთაურობენ არმიის შეტევის მიმართულებას. ასადი იდლიბში ცოცხალი ძალის დამატებით ნაწილებს უყრის თავს.

Aburjga Tasmanieli ეს ხომ თურქეთის მხრიდან აშკარა აგრესიაა! თურქეთის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ სუვერენული სირიის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებშ! ძალინ ჰგავს იმას რაც რუსეთმა განახორციელა ე.წ. სამხრეთ ოსეთში. უბრალოდ უფრო მაშტაბურია! ფრთხილად უნდა ვიყოთ! გვყავს-გვაქვს უშიშროების საბჭო (შეიძლება "ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა" გაგვიუქმეს??!!) აუცილებლად სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს...
5 წლის უკან
Katana . საიდან მოიტანა resonancedaily.com-მა ეს დამზაფრავი ფეიკი?
ან რა მიზანი ამოძრავებდათ?
(ტყუილა ასეთი რამე არ ხდება).
თუ ვინმე მოელოდა, რომ ამითი ვიღაცეების "ლუსტრაციას" მოახდენდა, ნათურები გამოცვალოს საკუთარ ლუსტრაში! :))
5 წლის უკან