გია გაბრიჭიძე: როგორც იქნა გამოჩნდა ხალხი, რომლებიც დაუპირისპირდნენ სიცრუის და ცილისწამების ნიაღვარს

გია გაბრიჭიძე: როგორც იქნა გამოჩნდა ხალხი, რომლებიც დაუპირისპირდნენ სიცრუის და ცილისწამების ნიაღვარს

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

როგორც იქნა გამოჩნდა ხალხი, რომლებიც დაუპირისპირდნენ სიცრუის და ცილისწამების ნიაღვარს.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძისა და მარინა ეზუგბაიას გადაწყვეტილებით, თუ საბრიფინგო სივრცეში “მთავარის” მიკროფონი და კამერა იქნება განცხადება არ გაკეთდება.

აბსოლუტურად სწორი და მისაბაძი გადაწყვეტილებაა!

აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს ინფექციურის ხელმძღვანელებმა და მინდა ვიკითხო - მიუხედავად იმისა, რომ არა მარტო ამ სივრცეში და არა მარტო ამ სივრცეში უამრავჯერ თქმულა მედიატერორის შესახებ, ყურიც არავის გაუპარტყუნებია.

რა ბიზნესს არ მიაქვს რეკლამა? და უამრავი მოწოდების მიუხედავად არ შეძენილიყო ტერორისტ არხებზე დარეკლამებული პროდუქცია, შეიცვალა რამე? რა სახელწიფო დაწესებულებები არ ათავსებდნენ ინფორმაციებს თავიანთი სერვისების შესახებ? ნუთუ არ ყოფილა მოთხოვნა მიეღოთ კანონი ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციის ტირაჟირების შესახებ?

რატომღაც მგონია, რომ ამ პროტესტით ბევრი არაფერი შეიცვლება.

არ შეიცვლება, რადგანაც სახალხო დამცველი და პარლამენტის ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერი ხაზინის ქურდ უგულავას პოლიტ-პატიმარს უწოდებენ და საერთაშორისო სანქციებით გვემუქრებიან.

საინტერესოა, თუ ვინ ქმნის იმ გარემოს რომ ტიპს შეუძლია განაცხადოს - კარანტინში გადაყვანილ ადამიანებს თავისუფლება უკანონოდ აქვთ აღკვეთილიო და მას "პოლიტიკოსს" უწოდებენ და მასთან რაღაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ?

გუშინ მე დავწერე სტატუსი, რომლითაც მედიაზე ყველაფრის დაბრალებას ვუპირისპირდებოდი.

დიახ, ის ჟურნალისტები არაფერ შუაში არიან! მთავარი ბოროტება იმ ხალხშია, ვინც ხელმძღვანელობს ამ არხს (და არა მხოლოდ ამ არხს) და ვინც თავისი პოლიტიკური, თუ მერკანტელური მიზნების გამო ყველაფერზე მიდიან.

არავინ მითხრას, რომ ჟურნალისტებმა უარი უნდა თქვან მუშაობაზე.

რამდენი მცხობელი წავა სამსახურიდან, თუ მათ დირექტორი დაავალებს ნაკლები წონის პურის გამოცხობას? რატომ არ მიდიან მშენებლობიდან, როცა ხედავენ რომ უსაფრთხოების (და არა მარტო უსაფრთხოების) ნორმები ირღვევა?

პირდაპირ ვამბობ - იმ ჟურნალისტების უმრავლესობა, ვისაც ხალხი ებრძვის, თავად არიან გვარამიას, ნაცების და ამ ე.წ. არასამთავრობო სექტორის მძევლები და პირველ რიგში მათი დახსნაა საჭირო.

რაც შეეხება სტატუსის მთავარ თემას, პირველი ნაბიჯი გადადგმულია, ვნახოთ რა გაგრძელება იქნება (მე იმ პოლიტიკურ სივრცეში არსებული მარაზმატული და საზოგადოებაში არსებული ინფანტილური განწყობების გამო, დღეს დიდი იმედი არ მაქვს.

გაკოცეეეთ