ზურაბ გურული:

ზურაბ გურული: "თუ რატომ არ შეიძლება საქართველოს შედარება მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სტატისტიკასთან ვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის თვალსაზრისით"

ქართულ-ამერიკული სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტი, მისისიპის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:

“კიდევ ერთხელ, პანიკისა და მკვეთრი სიტყვების გარეშე შევეცდები ავხსნა, თუ რატომ არ შეიძლება საქართველოს შედარება მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სტატისტიკასთან ვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის თვალსაზრისით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განგაშის გამოცხადების მთავარ მიზეზად განუვითარებელი ქვეყნების უვარგისი და ჩამოუყალიბებელი ჯანდაცვის სისტემები დაასახელა. ამიტომ, კეთილი ინებეთ და ნუ ადარებთ საქართველოში მოთხოვნილ პრევენციის მეთოდებს გერმანიის, იტალიის, ავსტრიის, სამხრეთ კორეის და სხვა ნორმალური ქვეყნების მიერ განხორციელებულ პრევენციულ ზომებს.

არ არიან ქართული კლინიკები, განსაკუთრებით საშუალო და დაბალი რგოლების პერსონალი მზად დავირუსებულთა ადექვატური მართვისათვის. პირიქით, სწორედ კლინიკები გახდებიან ეპიდემიის კერები. მაგალითად გუშინდელი სამარცხვინო ვიდეორეპორტაჟიც საკმარისია. მორჩით ღლიცინს და სუპერმშვიდი პროფების როლის თამაშს; ჯერ ერთი რომ არ ხართ და მეორეც, ირგვლივ მიმოიხედეთ, დაფიქრდით სად ხართ და ვისთან გაქვთ საქმე.

კარგად დაცულ, შედარებით უკაცრიელ ტერიტორიაზე გაამზადეთ სამხედრო-საველე ტიპის კლინიკა და საკარანტინო კარვები. დაუყენეთ სამხედრო-საპოლიციო დაცვა. ყოველი ახალი შემთხვევა გადაიყვანეთ იქ, რომ მაქსიმალური ეფექტურობით მოხდეს იზოლაცია საზოგადოებისაგან. გაქვთ თქვენ მაგის ფინანსური შესაძლებლობა. გახსოვდეთ, პანიკას იწვევენ არა უბრალო მოქალაქეები, არამედ არაკომპეტენტური და კომიკური ოფიციალური პირები და შეეშვით შეშინებული ადამიანების ინტელექტუალურ შეურაცხყოფას. დროულად დაამუშავეთ სკოლების, საბავშვო ბაღებისა და უმაღლესი სასწავლებელების დროებითი დათხოვნის გეგმები.“

  

petrekupry ეს არის ნაცი .... მთელი საქართველო რომ ამ ვირუსით დასნებოვანდეს, ბედნიერი იქნება .... ბოროტი ნაცია ეს ....
5 წლის უკან
Maverick petrekupry გურული და თანაც ნაცი?!
მაგარი კბენა ცოდნია!
ამერიკაში ვარ და თქვენ ვინ გდიხართო?!
ამდენი ტიტულების მქონე, უტიტულო ინფექციის დონეზე დარჩენილა, ეტყობა მაგრად უყვარს მისი სამშობლო და ხალხი!
საკითხავია ვინ უფრო განვითარებულია საქართველო თავისი გასაჭირით, თუ ქართულ-ამერიკული სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტი, მისისიპის უნივერსიტეტის ქართველი(?!) პროფესორი ზურაბ გურული.
ზრდილობა, ზრდილობა და ღირსება ტიტულებით დახუნძლულო გურულო!
5 წლის უკან
romani დიახ, უზრდელია, არქითავდაჯერებული თავისი და ნაციონალების განსაკუთრებულობაში. აქიმია და თავად განსაზღვროს რა ჰქვია ამ დაავადებას.
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ვახ რა ბოროტი როჟაა! ეს ექიმი როგორ იქნება, უფრო სერიულ მკვლელს ჩამოგავს?!
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ლომბროზოს თეორიით - წვეტიანი ყურები, მოკაუჭებული გრძწლი ცხვირი (ორბისებური), თხელი ტუჩები, ნაკეცები ტუჩის კუთხეებში და გრძელი ჰორიზონტალური პირი, მასიური ნიკაპი, თვალების ბოროტი გამომეტყველება, ჩამოფხასული წარბები ... კრებსითი ჩიკატილოა, რაღა ბევრი გავაგრძელო!!
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli აქვე ჩვენ საიტზეა ამის შესახებ რუსი ექიმი ფსიქოთერაპევტი ვიაჩესლავ ბოროვსკიხის საუბრი, მისი სურათიცაა! ნახეთ! შეადარეთ რას ლაპარაკობენ ეს "ექიმი" და ის ღვთისნიერი ექიმი!
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ბმული
5 წლის უკან