კორონავირუსის გამო, Ryanair-მა მილანის მიმართულებით ფრენები შეამცირა, ბოლონიის მიმართულებით კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რეისები არ განხორციელდება

კორონავირუსის გამო, Ryanair-მა მილანის მიმართულებით ფრენები შეამცირა, ბოლონიის მიმართულებით კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რეისები არ განხორციელდება

კორონავირუსის გამო, Ryanair-მა მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე სიხშირეების რაოდენობა 50%-ით შეამცირა. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენები ნაცვლად 4 სიხშირისა, კვირაში ორჯერ განხორციელდება.

მილანსა და თბილისს შორის, რეისების სიხშირის შემცირება ეხება მხოლოდ 9 მარტიდან 7 აპრილამდე პერიოდს.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლონიის მიმართულებას, 8 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით, ქუთაისიდან ბოლონიის მიმართულებით რეისები არ განხორციელდება.