ელენე ხოშტარია: სამწუხაროდ, რუსეთში სწავლა მომიწია, რადგან ფული არ მქონდა, ევროპაში მესწავლა

ელენე ხოშტარია: სამწუხაროდ, რუსეთში სწავლა მომიწია, რადგან ფული არ მქონდა, ევროპაში მესწავლა

სამწუხაროდ, რუსეთში სწავლა მომიწია, რადგან ფული არ მქონდა, ევროპაში მესწავლა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში იმ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომლებიც მის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვებას ითხოვენ.

ახალგაზრდებმა დეპუტატს რუსეთში მიღებულ განათლებასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს. „რა მიზნები გქონდათ, როდესაც „კაგებეს“ დაფუძნებულ უნივერსიტეტში ჩააბარეთ… 90-იან წლებში რუსეთი ოკუპანტი არ იყო?“ – დაინტერესდნენ შეხვედრაზე ახალგაზრდები.

„თქვენ მართლა მიგაჩნიათ, რომ ვისაც რუსეთში უსწავლია ეს პრობლემაა? ესეც პროპაგანდა არის „ქართული ოცნების“. სამწუხაროდ, რუსეთში სწავლა მომიწია, რადგან ფული არ მქონდა, ევროპაში მესწავლა. ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე, მათ შორის, მტრის ბანაკში როგორ ასწავლიან, რას ასწავლიან, რა ტიპის ნარატივებია“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ შეხვედრაზე.

Aburjga Tasmanieli ერთი ვინმემ ამას "ბაშიაჩუკი" წააკითხეთ და აყურებინეთ!!! ამ ქართველი ერის სამწუხაროს!
5 წლის უკან
Maverick ხვიშტარია, მაგ უნივერსიტეტში ძირითადად ცეკას, კგბ-ს და ა.შ. ნომენკლატურა ხვდებოდა!11
შენ სტაჟიანი აგენტი ხარ შენ "ძვირფას" მამიკოსთან და მიშნაცუასთან ერთად!
5 წლის უკან