გუშინდელი შხვედრის შემდეგაც, მართველი გუნდი და ოპოზიცია, კვლავ ვერ თანხმდება საარჩევნო მოდელზე.
“არც დავუშებთ იმას, რომ პოლიტიკურმა პარტიამ 40%-ზე ნაკლები მიიღოს და ქვეყნის მართვის პრეტენზია ჰქონდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გია ვოლსკიმ “ევროპული საქართველოს” წევრის სერგი კაპანაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
“ჩვენი შეთავაზება იქნება ისეთი სისტემა, სადაც პროპორციულიც იქნება ღირსეულად წარმოდგენილი და მაჟორიტარებსაც ექნებათ საშუალება, წარმოადგინონ კონკრეტული საარჩევნო ოლქები”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში გუშინ მმართველი გუნდი და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდა. გუშინ გავრცელდა საარჩევნო სისტემაზე ახალი ვერსია – 110/40-ზე. ახალი ინიციატივა გულისხმობს – საქართველოს პარლამენტში პროპორციული სიით 110 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 40 იქნება.