თურქეთიდან ევროკავშირის მიმართულებით ასობით ლტოლვილი დაიძრა

თურქეთიდან ევროკავშირის მიმართულებით ასობით ლტოლვილი დაიძრა

თურქეთიდან ევროკავშირის მიმართულებით ასობით ლტოლვილი დაიძრა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჟურნალისტების ცნობით, ასობით ლტოლვილი საბერძნეთისა და ბულგარეთის საზღვრისკენ მიემართება.

შეგახსნებთ, რომ მანამდე თურქეთის მთავრობამ განაცხადა, რომ იდლიბში ვითარების დაძაბვის შემდეგ, ანკარა სირიელი ლტოლვილებს ევროპისკენ გადაადგილების საშუალებას მისცემს.

თურქული მედიის ცნობით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საზღვრის სიახლოვეს 300 მიგრანტი იმყოფება. მათ შორის არიან ქალების და ბავშვები. ლტოლვილები წარმოშობით სირიიდან, ირანიდან, ერაყიდან, პაკისტანიდან და მაროკოდანაა.

ამასთან სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ საზღვრებისკენ მიმავალი ლტოლვილების კადრები თურქეთის მედიამ გაავრცელა და მათი ავთენტურობის დადგენა ვერ ხერხდება.

შეგახსენებთ, რომ სირიის პროვინცია იდლიბში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სირიის არმიამ, რომელსაც მხარს რუსეთის ავიაცია უჭერს, იერიშები მიიტანა იდლიბში დისლოცირებულ თურქი ჯარისკაცებისა და მათ მიერ მხარდაჭერილი სირიის ოპოზიციის შეიარაღებულ შენაერთების პოზიციებზე. შედეგად დაღუპულია 33 თურქი სამხედრო მოსამსახურე.

 

Aburjga Tasmanieli ვერ გავიგე ამ ევროკავშირმა სანამ უნდა აშანტაჟებინოს თავი თურქეთს?!
5 წლის უკან