სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თურქეთის მოთხოვნით, ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეიკრიბება

სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თურქეთის მოთხოვნით, ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეიკრიბება

ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომელიც 29 წევრი ქვეყნის ელჩებისგან შედგება, დღეს თურქეთის მოთხოვნით შეიკრიბება, რათა ნატო-ს მეოთხე მუხლის შესაბამისად კონსულტაციები გამართოს. საქმე ეხება სირიაში მიმდინარე მოვლენებს.

ნატო-ს ხელშეკრულების მეოთხე მუხლის თანახმად, ნებისმიერ მოკავშირეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა, როდესაც მისი აზრით, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.

ინფორმაცია ნატო-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.