აშშ-ის ელჩი ნატო-ში კეი ბეილი ჰათჩისონი სირიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, თურქებმა დაინახეს, „ვინ არის მათი სანდო პარტნიორი და ვინ - არა“.
„ჩემი აზრით, პრეზიდენტი ერდოღანი მიხვდება, რომ ჩვენ ვიყავით მათი მოკავშირე წარსულში და ვიქნებით მომავალში. მათ არ უნდა გამოიყენონ S-400-ები“,-აღნიშნა ჰათჩისონმა.
მისივე თქმით, აშშ-ში თურქეთის დახმარების საკითხი განიხილება.
„ეს ნამდვილად განიხილება. ძალიან, ძალიან რთული სიტიაციაა... მინდა ვთქვა, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთად დავდგეთ რუსეთისა და სირიის რეჟიმის წინააღმდეგ. ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული ამასთან დაკავშირებით. მე არ ვიცი რა გვთხოვეს და რისი მიცემა შეგვიძლია. ეს რთული ვითარებაა და ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ“,-აცხადებს ჰათჩისონი.
ცნობისთვის, წუხელ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო ძალების თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. აღნიშნულის შემდეგ მედიის ინფორმაციით, თურქეთისა და სირიის ოპოზიციის ძალები ინტენსიურ შეტევებს ახორციელებენ იდლიბის რეგიონის საკვანძო ქალაქებში.
თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორის ცნობით, ანკარა შეტევას სახმელეთო და საჰაერო ტექნიკით ახორციელებს.
1568—1570 Русско-турецкая война Россия
1672—1681 Русско-турецкая война Неопределённый
1686—1700 Русско-турецкая война Россия
1710—1713 Русско-турецкая война Турция
1735—1739 Русско-турецкая война Неопределённый
1768—1774 Русско-турецкая война Россия
1787—1791 Русско-турецкая война Россия
1806—1812 Русско-турецкая война Россия
1828—1829 Русско-турецкая война Россия
1853—1856 Крымская война Турция
1877—1878 Русско-турецкая война Россия
1914—1918 Кавказский фронт Первой мировой войны Турция
ბრიტანელების შნირები იყავით ყოველთვის.
ყირიმის ომშიც ოფიციალურად თურქებმა მოიგეთ, მაგრამ რეალურად რომ არა ბრიტანეთ-საფრანგეთის არმიის დესანტის გადაჯდომა და 1 წლიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ სევასტოტპოლის აღება, სტამბოლო დაკარგული გქონდათ. რუსებმა პარიზის შეთანხმებას მხოლოდ სევასტოპოლის გამო მოაწერეს ხელი, თორე სტამბოლიდან 20 კილომეტრში იდგნენ და ინგლის-საფრანგეთმა იმიტომ დაიწყეს ომი თქვენთან ერთად, რომ სრუტეები რუსეთის ხელში არ აღმოჩენილიყო.
იგივე შედეგი იყო პერველი მსოფლიო ომისას - რუსებმა ჩაგხადეს ბოლომდე და რომ არა რევოლუცია, სტამბოლს აიღებდნენ. რევოლუციის გამო მოიშალა ფრონტი და რუსებმა ფრონტი დატოვეს.
სტამბოლის რუსული სახელი ცარგრადია და როგორც ვატყობ, მალე გახდება ეს ქალაქი ამ სახელის მატარებელი.