ინფექციონისტი ელენე პაჭკორია კორონავირუსზე. სოციალურ ქსელში გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციებზე აკეთებს კომენტარს. მისი თქმით, ის რომ თითქოს კორონავირუსს ალკოჰოლი და ნიორი ამარცხებს ტყუილია.
"არ უნდა აყვნენ დეზინფორმაციას, სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება, თუნდაც ალკოჰოლის მიღებასთან და ნიორთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ამიტომ, ეს ინფორმაცია კარგად უნდა გავფილტროთ, და იმის მიხედვით ვიმოქმედოთ. ასევე, უნდა დავიჯეროთ და გავითვალისწინოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომ აუცილებლად უნდა დავიბანოთ ხელები ძალიან ხშირად და სადეზინფექციო საშუალებები გამოვიყენოთ”, - ამბობს ელენე პაჭკორია.