რისთვის იყო კორონავირუსით ინფიცირებული ირანში წასული? -

რისთვის იყო კორონავირუსით ინფიცირებული ირანში წასული? - "ხალიჩები მინდოდა შემეკვეთა"

კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს "მთავარი" ესაუბრა. მამაკაცი აცხადებს, რომ ირანში მარნეულის მეჩეთისთვის ხალიჩების შესაკვეთად იყო ჩასული.

"ხალიჩები მინდოდა შემეკვეთა. რაც კარანტინში ვარ ტემპერატურა არ მაქვს არც მახველებს”, – აცხადებს პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 22 პაციენტია მოთავსებული. ერთს კორონავირუსი აქვს, 14-ს არ დაუდგინდა. 7 ადამიანის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.