გიორგი მარგველაშვილი კენჭს გაერთიანებული ოპოზიციის სახელით დიდუბეში იყრის. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულა" ავრცელებს.
ექსპრეზიდენტი უკვე შეხვდა „ევროპული საქართველოს", „ლელოს" ლიდერებს, ნინო ბურჯანაძესა და გიორგი ვაშაძეს.
როგორც მარგველაშვილი ამბობს, მოლაპრაკებების ბოლო ეტაპია. ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი არ აკონკრეტებს, რომელ უბანში იქნება დასახელებული. თუმცა, ამბობს, რომ კონსულტაციების შემდეგ ჩამოყალიბდება.
„გრძელდება კონსულტაციები და ჩამოვყალიბდები. ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს, რომ არ იყოს ერთპარტიული მმართველობა საქართველოში",- ამბობს მარგველაშვილი.