ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. როგორც დაზარალებული ამბობს, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ავტომანქანიდან გადმოვიდა.
“მოვიდა ორი ბიჭი, თითქოს რაღაცის კითხვა უნდოდა, ამ დროს სახეზე რაღაც გაურკვეველი ნივთიერება შემომასხეს, რამაც დამიწვა სახე, ამის შემდეგ ფეხებით რტყმა დამიწყეს”- ამბობს ზვიად კუპრავა.
ეჭვმიტანილების ვინაობა ამ დროისთვის უცნობია. ზვიად კუპრავა კი მასზე თავდასხმას პოლიტიკური მოტივებით და მის მიერ გამართული საპროტესტო აქციებით ხსნის.
- რაც ვიზუალურად ჩანს, ეს არ შეიძლება "სახეზე რაღაც გაურკვეველი ნივთიერების შესხმის" შედეგი იყოს და, მით უმეტეს, არც წიხლებით ცემის!.. - რომ ეთქვა, თავს დამესხნენ და კაქტუსებიან ქოთანში ჩამაყუდესო, დავუჯერებდი...
რჩება კიდევ ერთი ვარიანტი... ოღონდ, ხელები გაუსინჯეთ: თუ ნალურსმევები ეტყობა, შეიძლება ბიძინას განჩინებით, ჯვარზე იყო გაკრული, ეკლის გვირგვინი ედგა და ეს-ესაა, ჩამოხსნეს... (ასეთ შემთხვევაში, იქვე იქნებიან ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი :))