სოსო მანჯავიძე: აღარაფერს ვიტყვი ამ მოვლენის პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოყენებას და ნათელაშვილიზმების გამოვლინებებს

სოსო მანჯავიძე: აღარაფერს ვიტყვი ამ მოვლენის პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოყენებას და ნათელაშვილიზმების გამოვლინებებს

პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერ:

რა დაგავიწყებდათ ჯანდაცვის მინისტრ ლადო ჭიპაშვილის განცხადებას 2006 წელს.

მინისტრმა დამაჯერებლად განაცხადა ,რომ,ფრინველის გრიპის პანდემიის შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტი დაავადდება, მათგან - ყოველი მესამე გარდაიცვლება.

შემდეგ დაიწყო ტელე-შოუები სხვენებში გადამალული ქათმების ამოღებით და პალიასტომზე, კატერზე ამხედრებული პირბადეაფარებული ნოღაიდელის მიერ გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება,

ფრინველის გრიპს გადარჩენილებს ღორის გრიპი გვეტაკა, ასეთივე აპოკალიპსურ პროგნოზებითა და ღორების საჩვენებელი განადგურებით,ასევე კამერების თანხლებით.

მართალია, პანდემია ფიზიკურ დონეზე არ გავრცელდა,მაგრამ ფსიქიურად კი ნამდვილად ჩამოგვიყალიბდა H1N1.

არ დამავიწყდება ის სიუჟეტი,რომელშიც . ერთმა წამყვანმა გახარებულმა გამოაცხადა, რომ ორი დაღუპული მოზარდი არა ღორის, არამედ ჩვეულებრივი გრიპით გარდაიცვალა..

მსგავსი სურათია ამ ყბადაღებული კორონავირუსის გამო.

სახეზეა აშკარა ფსიქიური აშლილობა, არაადექვატური შიშები, რომელიც უდიდეს ზიანს აყენებს მთლიანად საზოგადოებას და მას მოწყვლადს ხდის ნებისმიერი ავადმყოფობის მიმართ,

შიში და სტრესი თვითონ არიან ფსიქიური და ფიზიკური ავადობის გამომწვევი ფაქტორები.

აღარაფერს ვიტყვი ამ მოვლენის პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოყენებას და ნათელაშვილიზმების გამოვლინებებს.

ამ მოვლენას ,როგორც არაერთხელ მითქვამს,ვერანაირი ეპიდემია ვერ შეედრება.