ნატო გაბუნია: ნუ დაუხეთქავთ ხალხს გულებს, ყველაფერი რიგზეა!

ნატო გაბუნია: ნუ დაუხეთქავთ ხალხს გულებს, ყველაფერი რიგზეა!

ფეისბუქ-მომხმარებელი ნატო გაბინია სოციალურ ქსელში წერს:

მოკლედ, ჩემო კარგებო, ვიყავი გარეთ, მაღაზიებში და გაბარებთ ანგარიშს: მაღაზიები სავსეა პროდუქტებით, მყიდველები ჩვეულებრივზე ცოტაც კი. ქუჩაში დადის ხალხი, ასეირნებენ ბავშვებს, ლაპარაკობენ, იცინიან, პირბადიანებიც დადიან, უმეტესობა გარეშე... ყველაფერი არის კარგად და კიდევ უკეთესად იქნება! რატომ დავწერე? ჩემი არაპანიკიორი მეგობრების პოსტები დღეს პანიკიორებისაზე უფრო პანიკური მეჩვენა. იმ, ხალხით გადავსებული მაღაზიების ფოტოებითაც თესავთ პანიკას, სხვასაც უქმნით წარმოდგენას, როგორიც მე შემექმნა რომ დღეს ქუჩაში ზომბები დამხვდებოდნენ პროდუქტების გულისთვის ერთმანეთს თავებს რომ უტეხენ და ყელს ჭრიან. არ გინდათ უტრირება - ორი ლაიქით ზედმეტი რომ აიღოთ, იმის გამო ნუ დაუხეთქავთ ხალხს გულებს. ყველაფერი რიგზეა! მშვიდ დღეს გისურვებთ!