„ქართული ოცნება“ არჩევნებზე ხმების მინიუმ 40% მთავრობის დაკომპლექტებაზე თანხმდება

„ქართული ოცნება“ არჩევნებზე ხმების მინიუმ 40% მთავრობის დაკომპლექტებაზე თანხმდება

„ქართული ოცნება“ მზად არის, მოვხსნათ ის წუხილები, რომელიც შეეხება 40 პროცენტზე ქვევით მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

„ცალკე აღებულ რომელიმე მოდელზე – 110/40-ზე, 100/50-ზე და ა.შ. – საუბარი არ ყოფილა, თუმცა ზოგად პრინციპებზე საუბარი იყო. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მმართველი გუნდი, “ქართული ოცნება” მზად არის, მოვხსნათ ის წუხილები, რომელიც შეეხება 40 პროცენტზე ქვევით მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას და ისეთ მექანიზმზე ვილაპარაკოთ, რომელიც ყველა ვარიანტში ამას გამორიცხავს. რასაც ისინი ამბობენ, თუ გამარჯვებულ გუნდს არ ექნება მინიმუმ 40%-ზე მაღალი შედეგი არჩევნებში, მაშინ შესაბამისი მექანიზმის (რაზეც შევთანხმდებით) მიხედვით, მთავრობას ვერ დააკომპლექტებს, ანუ არ ექნება 75 მანდატზე მეტი. ეს არის მთავარი პრინციპი. ცალკე აღებულ 110/40-ზე ნუ ვისაუბრებთ, რადგან თუ დამატებითი კომპონენტები არ იქნა, არც 110/40 და არც ცოტა მეტი ან ნაკლები მაჟორიტარული სისტემით თუ პროპორციული სიით გასული დეპუტატი არ გულისხმობს მყარ გარანტიებს 40-პროცენტიან ზღვართან დაკავშირებით. ჩვენ თუ ვიტყვით, რომ ვთანხმდებით პრინციპზე, რომ თუ მმართველ გუნდს არ ექნა 40 პროცენტზე მეტი მხარდაჭერა არჩევნებში, ის ვერ დააკომპლექტებს მთავრობას, ეს არის ამოსავალი წერტილი. დანარჩენი ყველაფერი არის დეტალები“- განაცხადა მდინარაძემ

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის  წარმომადგენლების შეხვედრა, საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში გაიმართა.

Aburjga Tasmanieli ფუუ თქვენი უხერხემლო, კაპიტულიანტი დედა კი ვატირე!!! რაო ჩვენმა სტრატეგიულმა მოკავშირეებმა" დაგიპაკუნეს ფეხი და დაგიყვლიპეს თვალი?! თქვენც სული კოჭებში გაგეპარათ?! ვაი, ვაი... !
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli არჩევნებამდე 8 თვით ადრე კონსტიტუციის ცვლილება ვინ გაიგონა, ისიც იმ რევანშისტების მოთხოვნით, რომელთა მმართველობის პერიოდში სხვა უბედურებას რომ თავი დავანებოთ, საქართველოს ძირძველ მიწებზე 2 ახალი სუვერენული სახელმწიფო შეიქმნა?!
5 წლის უკან
dima მდინარაძე -ნაბიჭვარო, ხალხს აღარ ეკითხები გვინდა თუ არა ამდენი ნაცი პარლამენტში?!შენ ხომ არ გგონია შენს გამო დავამარცხეთ ნაცები ?! იმდენს იზამთ,რომ საერთოდ დაკარგავთ ელექტორატს, თქვე ქვეშაფსია კომფორმისტებო!
5 წლის უკან
dima როგორ ბავშვებივით აგაგდეს ნაცებმა და დასავლელმა ბიძია-დეიდებმა,-განა არ იციან რომ 40%-ზე მეტს აიღებთ,უბრალოდ მეტი თავიანთი უნდათ პარლამენტში და ახლა ჩვენ აღარ გვეკითხებით,გვინდა თუ არა კიდევ მაგათი ყურება პარლამენტში?!
5 წლის უკან
არაგველი641 როგორც მე ვფიქრობ, ერთად ერთი იმედი პატრიოტთა ალიანსი დაგვრჩა და მე მგონი ხალხიც ხვდება ამას!
5 წლის უკან