სააკაშვილი: მესმის მათი, ვინც პროდუქტებს იმარაგებს, ასეთი რამ ომის ცხელი ფაზის დროსაც კი არ ხდებოდა

სააკაშვილი: მესმის მათი, ვინც პროდუქტებს იმარაგებს, ასეთი რამ ომის ცხელი ფაზის დროსაც კი არ ხდებოდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის დაფიქსირების გამო, საქართველოში აუცილებლად უნდა დაიკეტოს სკოლები, უნივერსიტეტები, ასევე უნდა გაუქმდეს დიდი საჯარო ღონისძიებები.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებამ ირანთან საზღვრის დახურვა მინიმუმ ერთი კვირით დააგვიანა.

მისი ვარაუდით, კორონავირუსი არა მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას ემუქრება, არამედ შესაძლოა, ეკონომიკაც დააზარალოს.

„მშვენივრად მესმის იმ ხალხის, ვინც ახლა ძალიან შეშფოთებულია, მათ შორის მათი, ვინც პროდუქტებს იმარაგებს, იმიტომ, რომ ხალხი სისტემას არ ენდობა. ხალხი არ ენდობა იმას, რომ ისინი დაცული არიან. სულ სხვა რეაქცია ჰქონდა ხალხს, მაგალითად, 2008 წელს. ომის ცხელი ფაზის დროსაც კი, მიახლოებითაც არ ხდებოდა ასეთი რამ, რადგან მაშინ ნდობა იყო და ახლა არ არის. ნდობა რომ არ არის, ამას თავისი მიზეზები აქვს. მიზეზი არის ის, რომ საქართველოს ვაი ხელისუფლებამ საზღვრის დახურვა მინიმუმ ერთი კვირით დაიგვიანა. როდესაც გაჩნდა ვირუსის შემთხვევები პრაქტიკულად ჩვენს მეზობელ ირანში, რომელთანაც აქტიური მიმოსვლა გვაქვს, საზღვარი მხოლოდ მას შემდეგ დახურეს, რაც არაერთი საერთაშორისო რეკომენდაცია მოვიდა. ეს უკვე დაგვიანებული იყო. უნდა ჩაეკეტათ საზღვრები იმ ქვეყნებთან, რომლის მეშვეობითაც შემოდიოდა ხალხი ირანიდან. ახლა უკვე მისაღებია შემდგომი ზომები", - განაცხადა სააკაშვილმა.

Aburjga Tasmanieli ამან ხომ შეგვცა!!!!!
5 წლის უკან
dima შე ბოზისშვილო ,როდის იყო ომის ცხლი ფაზა-ჰალტუხს რომ ღეჭავდი,გორში რომ ფორთხავდი,შენი ღუბერნატორები მძღოლებად რომ ედგნენ რუს გენერლებს,თუ წითელ ხიდზე რომ ასდწრებდა შენი მთავრობა?!@
5 წლის უკან