ბორის კაკუბავა: „ნაცმოძრაობამ მოისყიდა სარალიძე და ხელისუფლებაზე ზეწოლა განხორციელდა“ 

ბორის კაკუბავა: „ნაცმოძრაობამ მოისყიდა სარალიძე და ხელისუფლებაზე ზეწოლა განხორციელდა“ 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას ბაბუამ, ბორის კაკუბამ სასამართლო პროცესის დასრულების შენდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

კაკუბავა ამბობს, რომ "ნაცმოძრაობამ" მოისყიდა სარალიძე და ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელდა.

მიხეილ კალანდიას ბაბუა გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლება არაქმედითუნარიანი და მშიშარაა.

„ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ველოდი. ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამ მიმართულებით მიჰყავდათ მთელი ეს ბრძოლა, სარალიძეს უნდა დაემხო ხელისუფლება. „ნაცმოძრაობამ" მოისყიდა სარალიძე და ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელეს. ხელისუფლება უნიათოა. ალბათ, საერთოდ არ არსებობს საქართველოში ხელისუფლება. საქართველოს „ოცნება" არ არის ეს, ვისი „ოცნებაა", თავად ვერ გაურკვევიათ საცოდავებს. ამ ქვეყანაში სამართალს არავინ ემსახურება, თქვენ ამას ვერ ატყობთ?!"„ეს ხელისუფლება უვარგისი და მშიშარაა. „ნაცებმა" ქვეყანას ანახეს, რომ ეს ხელისუფლება ნამდვილად არ არის ღირსი, საქართველოს სათავეში იყოს" - აცხადებს კაკუბავა.

შეგახსენებთ, დღეს მოსამართლე დავით მარსაგიშვილმა მიხეილ კალანდია სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

განაჩენის გამოცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.

მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს.

 

amo მერე რატომ გაჩუმდა მოსყიდული სალარიძე?
4 წლის უკან