ბევრი ფიზიკური მაღაზიაა, სადაც ველოსიპედების შეძენაა შესაძლებელი, თუმცა მოუცლელობის გამო, უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიმართავს ონლაინ მაღაზიებს. ველოსიპედებზე მოთხოვნის ზრდა ჯანსაღი ცხოვრების წესის მასშტაბურმა პროპაგანდამ განაპირობა. ამასთან, გლობალური ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების გზების ძიებამაც ველოსიპედი სასურველ ტრანსპორტის სახეობად აქცია მცირე და საშუალო მანძილის დასაფარად. სწორედ ამიტომ ონლაინ მაღაზიებიც ცდილობს მომხმარებელს ისეთი ზომის, წონის, მახასიათებლისა თუ ფერის ველოსიპედი შესთავაზოს, რომელიც მორგებული იქნება მის საჭიროებებს.
Liloshop-ი ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრის „ლილო მოლი“ ინტერნეტ მაღაზიაა, რომელიც აგერ უკვე მეორე წელია ათასობით ლოიალურ მომხმარებელს იზიდავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მის მრავალფეროვან პროდუქციაში საკუთარი ნიშა აქვს ველოსიპედებს, რომელზედაც მოთხოვნა მთელი წლის განმავლობაშია და, ამასთან, მუდმივად იზრდება.
Liloshop - ველოსიპედების ხარისხიანი არჩევანი
ველოსიპედის შეძენისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა განვსაზღვროთ სამოყვარულო თუ პროფესიონალური მიზნებისთვის გვჭირდება იგი, ძირითადად, ქალაქში უნდა ვიმოძრაოთ თუ ქვაღორღიან რელიეფზე. ველოსიპედები „ლილოშოპზე“ სპორტისა და ტურიზმის კატეგორიაშია თავმოყრილი. აქ წარმოდგენილია, როგორც ზრდასრული ადამიანებისთვის განკუთვნილი, ასევე საბავშვო ველოსიპედები. სასურველი ველოსიპედის შერჩევა მარტივია ვებგვერდზე განთავსებული მახასიათებლების მიხედვით: სიჩქარეთა რაოდენობა, სამუხრუჭე სისტემის ტიპი, ზომა, მასალა, ფერი, ამორტიზატორით თუ მის გარეშე. ამასთან, სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ფოტოები, კიდევ უფრო თვალსაჩინოს და აღსაქმელს ხდის პროდუქტს.
„ლილოშოპზე“ საბავშვო ველოსიპედების დიდი არჩევანიცაა, ასაკის, ფერებისა და ბორბლების რაოდენობის მიხედვით. საბავშვო ველოსიპედის შეძენისას, აუცილებელია გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი. პატარებისთვის რეკომენდებულია 3-ბორბლიანი ველოსიპედები, ხოლო მოზრდილთა შემთხვევაში, ველოსიპედი და ბავშვის სიმაღლე იდეალურ თანხვედრაში უნდა იყოს ერთმანეთთან.
როგორი ფასები აქვს ველოსიპედებს Liloshop-ზე?
Liloshop.ge როგორც „ლილო მოლის“ ბაზაზე შემქნილი ონლაინ მაღაზია, მომხმარებელთა გონებაში დაბალ ფასებთან ასოცირდება. სწორედ ხელმისაწვდომობაა ერთ-ერთი, რაც განსაზღვრავს ველოსიპედებზე მზარდ მოთხოვნას. დიდი პოპულარობით სარგებლობს საბავშვო ველოსიპედები, რომელთა ფასი 100 ლარიდან იწყება. განვადებით თუ მის გარეშე, ნებისმიერი ეკონომიკური შემოსავლის მქონე ადამიანს შეუძლია ზრდასრულებისთვის განკუთვნილი ველოსიპედის ყიდვაც. ამასთან, თბილისში 50 ლარზე დიდ შენაძენზე საკურიერო მომსახურება უფასოა, შესაბამისად, ტრანსპორტირების ხარჯები ნულის ტოლია, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის აღნიშნული სატრანსპორტო სახეობის „ლილოშოპზე“ შეძენას.
ნაირფერი ველოსიპედები ამაყად ელოდებიან თავიანთ მფლობელებს, Liloshop-ის ვირტუალურ თაროებზე შემოსკუპებულნი.