დავით გაბელია: ეგებ გამახსენოთ ყოფილი ან ახლანდელი ნაციონალის მიერ ერთხელ მაინც, თუნდაც სულ რბილი, სულ მოკრძალებულ- მორცხვი საყვედური?!...

დავით გაბელია: ეგებ გამახსენოთ ყოფილი ან ახლანდელი ნაციონალის მიერ ერთხელ მაინც, თუნდაც სულ რბილი, სულ მოკრძალებულ- მორცხვი საყვედური?!...

ფეისბუქ-მომხმარებელი დავით გაბელია სოციალურ ქსელში წერს:

ოპოზიციის მთავარი სალანძღავია: "-თქვე ივანიშვილის მონებო!"

..სრულიად გულწრფელად ვკითხულობ, ყოვეგვარი ნიშნის მოგების გარეშე: ახლა ხომ ირკვევა, რომ ნაციონალური პარტიის მაშინდელ ბევრ წევრს თურმე არ მოსწონდა მიშას ქცევები და ზოგადად, იმ მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომები (რბილად რომ ვთქვათ). ეგებ გამახსენოთ ნებისმიერი ყოფილი ან ახლანდელი ნაციონალის მიერ ერთხელ მაინც, თუნდაც სულ რბილი, სულ მოკრძალებულ- მორცხვი საყვედური... არა საყვედური კი არა- ცოტა დანანებითი გამოხედვა მაინც- "ამას რატომ აკეთებ შენი სიცილის ჭირიმეო" - მიშას მმართველობის პერიოდში??! მართლა ვკითხულობ და გთხოვთ გამახსენოთ.

ეს ცხადია არ ნიშნავს, რომ თუ ისინი არ ვარგოდნენ, ამათ არაფერი ვუთხრათ! მაგრამ მთავარია ვინ ამბობს! იმ ხალხის ნათქვამს, ვისაც ორმაგი სტანდარტი აქვს მოვლენების მიმართ, არავითარი დამაჯერებლობა არა აქვს და პირიქით- წესიერი ხალხის სამართლიან კრიტიკასაც ფასი ეკარგება.