გრიგოლ ვაშაძე ვანო მერაბიშვილის „ნაცმოძრაობაში“ შესაძლო გაწევრიანებაზე: ბებიას რომ ერთი რაღაცა ჰქონდეს, ბაბუა იქნებოდა - ჯერ არაფერი უთქვამს თავის გეგმებზე და როგორ გიპასუხოთ?

გრიგოლ ვაშაძე ვანო მერაბიშვილის „ნაცმოძრაობაში“ შესაძლო გაწევრიანებაზე: ბებიას რომ ერთი რაღაცა ჰქონდეს, ბაბუა იქნებოდა - ჯერ არაფერი უთქვამს თავის გეგმებზე და როგორ გიპასუხოთ?

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვანო მერაბიშვილს მათ პარტიაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით პოზიცია არ დაუფიქსირებია.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა პარტიის კარი ღია მერაბიშვილისთვის, ვაშაძე პასუხობს: „ჩემთვის არ მოუმართავს ჯერ და არ უთქვამს თავის გეგმებზე არაფერი და როგორ გიპასუხოთ?“.

ჩაკითხვის შემდეგ, რომ მიმართოს მერაბიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“, გააწევრიანებენ თუ არა პარტიაში, ვაშაძე პასუხობს: “იცით რა? ბებიას რომ ერთი რაღაცა ჰქონდეს, ბაბუა იქნებოდა, ამიტომ ნუ მესაუბრებით იმაზე, რაც რეალობაში არ ხდება“.

„როცა რეალობა იქნება, მერე მომეცით შეკითხვა”, - მიმართა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

amo აუუ, დონე ნახე
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ამას, ამ იმას რაც ბებიას არ აქვს ბაბუა რომ იყოს, მგიმო არ ექნება დამთავრებული, დიპლომი ნაღდად ნაყიდი აქვს!
5 წლის უკან
tngh "ბრძნული" ნათქვამია... უსუსური პლაგიატი...
5 წლის უკან
tngh "ბრძნული" ნათქვამია... უსუსური პლაგიატი...
5 წლის უკან
Maverick ამ საცოდავ გოიმს თავში ის რაღაცა აქვს, რა რაღაცაც ბაბუას აქვს!
5 წლის უკან