ვინ არის ბიჭი, რომელიც უსახლკარო ძაღლებისთვის სახლებს ამზადებს და უსასყიდლოდ არიგებს?

ვინ არის ბიჭი, რომელიც უსახლკარო ძაღლებისთვის სახლებს ამზადებს და უსასყიდლოდ არიგებს?

ბიჭს, რომელიც უსახლკარო ძაღლებისთვის სახლებს ამზადებს და ნათხოვარი მანქანებით სხვადასხვა რაიონში უსასყიდლოდ არიგებდა მანქანა აჩუქეს. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანა მარშანია ავრცელებს.

ცნობისთვის, ეს ადამიანი ზაქარია დოლიძეა, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ კეთილ საქმეს აკეთებს. მან უკვე საქართველოს ბევრი რეგიონი მოაიარა და არაერთ ძაღლს თავშესაფარი აჩუქა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზაქარია თავშესაფართან ერთად ცხოველებს საკვებსაც უტოვებს. ახალგაზრდა ამ ყველაფერს, უბრალოდ კეთილ საქმეს უწოდებს. ზაქარია დოლიძის შესახებ "რადიო თავისუფლების" სიუჟეტიდან გახდა ცნობილი.