ანტისახელისუფლებო პეტიციის ხელმომწერთა ნაწილი მერიიდან ფინანსდება?

ანტისახელისუფლებო პეტიციის ხელმომწერთა ნაწილი მერიიდან ფინანსდება?

ინტერნეტში ვრცელდება პეტიცია სახელწოდებით “გთხოვთ დახმარებას ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დასაცავად”, რომლითაც მოქალაქეთა ერთი ნაწილი დასავლელ პარტნიორებს თხოვს, ქვეყანა დაიცვან „რუსეთისგან მართული ოლიგარქის მმართველობისგან“.

ტექსტში ვკითხულობთ, რომ საქართველომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის გზაზე, ახლა კი, ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელში მოექცა და ახალგაზრდა ქართულ დემოკრატიას ჩამოშლა ემუქრება.

რას გულისხმობენ ახალგაზრდა ქართულ დემოკრატიაში და როგორ ახორციელებდნენ მას პეტიციის ხელმომწერთა ნაწილი, როდესაც თავად იყვნენ ხელისუფლებაში, ადვილი მისახვედრია. საკმარისია, თვალი გადავავლოთ მათ ან მათი ოჯახის წევრების წარსულ საქმიანიბას. არც ის არის გასაკვირი, რომ ხელმომწერთა შორის არიან „ქართული ოცნების“  ყოფილი წევრები, რომლებიც ახლა ხელისუფლებასთან მწყრალად არიან და ღიად უპირისპირდებიან მას.

ჩვენი გაკვირვება გამოიწვია ხელმომწერთა იმ ნაწილმა, რომლებიც დღევანდელ „ანტიდასავლურ“ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს, ზოგიერთი მათგანი კი, როგორც ამბობენ მსუყედაც ფინანსდება.

მაგალითისთვის, რამდენიმე მათგანს მოვიყვანთ.

ხელმომწერთა სიაში 22-ე ნომრად წერია მუსიკოსი აჩიკო გულედანი, Tbilisi Open Air-ის დამფუძნებელი, რომელიც ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მერიიდან მილიონებით ფინანსდება.

92-ე ნომერია მირიან ხუხუნეიშვილი, დირიჟორი, რომელსაც ასევე ჩვენი ინფორმაციით, თბილისის მერიამ შეუქმნა ახალგაზრდული ორკესტრი, ამჟამად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მოღვაწეობს და ასევე მერიიდან ფინანსდება.

103-ე-ნომერი-  კომპოზიტორი მიშა მდინარაძე, რომელიც მერიაში არსებული ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მერიის თითქმის ყველა ღონისძიებაშია ჩართული, რადგან დედაქალაქის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას ახლო მეგობარია.

ასევე, ინტერესს იწვევს, სიის 62-ე ნომერი, ბახვა ბრეგვაძე, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთი სახეა. იმ ტელეკომპანიის, რომელსაც აღნიშნული პეტიციის ხელმომწერები ხელისუფლებისგან მართულად მიიჩნევენ.

თავისუფალი აზრის გამოთქმა  ყველა მოქალაქის უფლებაა და ამის გამო რომ დღეს არავინ იჩაგრება, ყველამ იცის, თუმცა გაკვირვებას სრულიად სხვა რამ იწვევს. ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას კრიმინალურს, ანტიდასავლურს, ოლიგარქის მიერ მართულს უწოდებენ, თურმე სულაც არ თაკილობენ მისგან დაფინანსებას და არ ემიჯნებიან „კრიმინალურ“ ფულს.

amo 2008 წლის ომის ხელშემწყობი, გამპრავებელი ვინმე თუ დასჯილა? ა რ ა! ამაშია საქმე, ამაში. უნდა დასჯილიყო! მაშინ არც ეს სურათი იარსებებდა. როცა თავი მეფე ერეკლე გგონია და ქვეყნის განვითარების ვექტორზე პრეტენზიას აცხადებ ვინ ოხერი ხარ! ხალხის აზროვნებას გვარიანად ჩამორჩით, შინ ვეღარავის ატყუებთ და საგარეოზე ხართ გადასული. არაფერი მაგ საქმიდან არ გამოვა, რადგან ბოლო სიტყვა ისევ ქართველმა ხალხმა უნდა თქვას.
4 წლის უკან
Katana . იმედია, კახი კალაძემდე მიაღწევს ეს ინფორმაცია და არ წაუყრუებს ამ უმსგავსობას!..
*
რაც შეეხება იმას, რომ "ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას კრიმინალურს, ანტიდასავლურს, ოლიგარქის მიერ მართულს უწოდებენ, თურმე სულაც არ თაკილობენ მისგან დაფინანსებას და არ ემიჯნებიან „კრიმინალურ“ ფულს." - ეს სრულიად ჩვეულებრივი ამბავია როგორც აშკარა, ისე ლატენტური ნაცმხარდამჭერებისათვის! მახსოვს რამდენიმე წლის წინ ერთი მსახიობი ქალის პასუხი ანალოგიურ კითხვაზე: - მე რა, ბიძინასაგან დახმარებას თუ ვიღებ ამ წლების განმავლობაში, ამიტომ არა მაქვს უფლება, მქონდას საკუთარი აზრი და ნაცმოძრაობის მხარდამჭერი ვიყოო?!
აი, ასე!.. ვერაფერს ხედავს უცნაურს იმაში, რომ ვინც ოჯახიანად შიმშილს გადაარჩინა ეს ქალი - ფაქტიურად უმუშევარი და არცთუ დიდად მოთხოვნადი მსახიობი - კარგა გვარიან დახმარებას იღებდეს ბიძინასაგან ყოველთვიურად და თან, იდგეს იმ ძალის გვერდით, ვინც მის გადამრჩენელს ებრძვის და ემუქრება, რომ გაანადგურებენ და ექსპროპრიაციას გაუკეთებენ მის ქონებას!..
ასეთია ამ ხალხის ზნეობა!
4 წლის უკან