გია აბაშიძე: გადახედეთ ქაცარავას, იზორიას და დუნდუას ბიოგრაფიებს და მერე „იცირკაჩეთ“ შალიკოს „შტაბკვარწირაში“

გია აბაშიძე: გადახედეთ ქაცარავას, იზორიას და დუნდუას ბიოგრაფიებს და მერე „იცირკაჩეთ“ შალიკოს „შტაბკვარწირაში“

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:

ევროპაში ჩვენი 3 ახალი ელჩის დანიშვნაზე, ნაცსექტანტებისა და ფეიკნიუსერების წიოკზე, რომ ამ კონკრეტული პიროვნებებით ურთიერთობა დაზარალდება და ბლა ბლა.

დიახ, პოსტ-სიმართლის ეპოქაა, ზღვა ინფორმაცია, ბევრი დეზინფორმაცია, მოკლე და შერჩევითი მეხსიერება და ასე შემდეგ. მოდით გავიხსენოთ რამდენიმე სუბიექტი მიშას დიპსამსახურიდან:

- საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრი ნინო კალანდაძე [მასზე ფლუგერი ბერძენიშვილები სექსისტურ განცხადებებსაც კი აკეთებდნენ თავის დროზე, ლამაზი ქალია და მიტომ მოხვდა ამ თანამდებობაზეო]. გვახსოვს ქალბატონი კალანდაძის დანიისა და შვედეთის 'რესპუბლიკებზე' განცხადებები. პირადად მახსოვს, 2008 წლის სექტემბრის ბოლოს (EUMM-ის მისია იწყებოდა]), თბილისში ჩამოსული ევროპის საგარეოს უფროსი ხავიერ სოლანა 'ბერიას დაჩაზე', კრწანისში. მთავარ დამხვედრად ვიცე-მინისტრი კალანდაძე შეაგებეს, ზურგი შეაქცია და ამ გოგონას ვერ დაველაპარაკებიო, სხვა სერიოზულ, ოფიცილურ პირს დაველოდოთო [(ევროკავშირის სტრუქტურებში ვმუშაობდი აქ. ბევრი რამ მემუარებში ფართოდ დაიწერება).

- "კმარას" აქტივისტი, შემდეგ დეპუტატი და შემდეგ გერმანიაში ელჩად გამწესებული ნორჩი ლევან დუჩიძეც მახსოვს.

- თბილისის საკრებულოდან ჩინეთში ელჩად მივლენილი ზაზა ბეგაშვილიც საინტერესო 'ფრუქტია'. ოღონდ რუსული თუ იცის გამართულად, მაშინ და დღესაც, უცნობია.

- ამჟამად ერთკაციანი პარტიის ლიდერი, რუსეთის მოქალაქე და იქიდან შემოსავლების მიმღები მამუკა გამყრელიძეცაა ჩინეთში ელჩად გაშვებული.

- ჯანდაცვის ექს - მინისტრი ლადო ჭიპაშვილი, ქათმის გრიპით განადგურება რომ გვიწინასწარმეტყველა ბედობაზე. შემდეგ იყო წარუმატებელი ელჩი ჩეხეთში. აგვისტოს ომის დროს დაიმალა ეს ლაჩარი და ზარებსაც არ პასუხობდა.

სია ვრცელია. ასე რომ, ნაცების ტელედიქტორმა უდუმაშვილმა [პოლიტიკოსი ნაკლებად, ტელედიქტორობის პროფესიას კი არ ვაკნინებ] და სხვებმა, საკუთარ სფეროში გავაკეთოთ კომპეტენტური კომენტარი. (ნუ იქცევით ელისო კილაძეებად, რომლებსაც კონგრესიდან კულუარული ინფო აქვს, ესპერანტოზე, ალბათ).

გადახედეთ ქაცარავას, იზორიას და დუნდუას ბიოგრაფიებს და მერე „იცირკაჩეთ“ შალიკოს „შტაბკვარწირაში“.