მამუკა ნოზაძე: “ელისო კილაძე გადამეკიდა. ახლა მე ამომიჩემა გიჟივით, როგორც სჩვევია”

მამუკა ნოზაძე: “ელისო კილაძე გადამეკიდა. ახლა მე ამომიჩემა გიჟივით, როგორც სჩვევია”

ადვუკატი მამუკა ნოზაძ სოციალურ ქსელში წერს:

“ელისო კილაძე გადამეკიდა. ახლა მე ამომიჩემა გიჟივით, როგორც სჩვევია, შანტაჟის ენით წერს უაზრო, ბოდვაზე დამყარებულ ჭორებს საკუთარ კედელზე. თუმცა მაგრად არ მაინტერისებს, რას დაჯღაბნის. ჰყავს მიმდევრები, რომლებიც ყველაფერ იდიოტობას ულაიქებენ და ამით არის ბედნიერი.

გაზეთ ” კვირის ქრონიკაში” იბეჭდებოდა წლების წინ ინტერვიუები სასამართლო თემაზე, თითქმის ყოველ კვირა. უპატიოსნესი და პროფესიონალი ჟურნალისტი ნელი ვარდიაშვილი იღებდა ჩემგან ინტერვიუს. გაზეთის ინტერესი იყო სასამართლო თემაზე ინტრვიუები და არა ჩემი. ერთ-ერთი ინტერვიუ ეხებოდა ნინო გვენეტაძეს, რომელთან დაკავშირებით თავად ვითომდა პატიოსანმა ელისომ მიაწოდა ინფორმაცია მავანს.

დამიკავშირდა ახლობელი და მთხოვა შეხვედრა, რომელიც გორში ჩამოვიდა. ახლობელმა მთხოვა, რომ უზენაესი სასამართლოს პიარმა ხათუნა პაიჭაძემ მთხოვა, რომ მოვსულიყავიო და თუ შესაძლებელია არ დაიბეჭდოს ინტერვიუო, თან დასძინა, რომ რაულ ქირიამ წამომიყვანაო.

მე უარი ვუთხარი თხოვნაზე და ინტერვიუ მაინც დაიბეჭდა. ამის შესახებ ნელი ვარდიაშვილს ვუთხარი. პაიჭაძეს ინფორმაცია ელისო კილაძემ მიაწოდა და თან უთქვამს, თუ მამუკა მეტყვის ამოვიღებ ინტერვიუსო.

თუ დავთანხმდებოდი ელისოს, შემდეგ ათას სიბინძურეს დამაბრალებდა, არ სჩვევია თუ რა? –  ელისოს ოფისში სულ რამოდენჯერმე ვარ ნამყოფი. ერთხელ ჟურნალისტს შევხვდი რედაქციაში ინტერვიუზე და მეორედ მივედი, რადგან ჩემი კლიენტის მიმართ სიცრუე იყო დაბეჭდილი და ინტერვიუ მივეცი.

ჩემი კლიენტიც თან მახლდა. სხვათაშორის, ინტერვიუს დაბეჭდვაში საკმაოდ დიდი თანხა მოითხოვა და უარი ვუთხარით და დაბეჭდა ბოლოს. ბოლო პერიოდში გადამეკიდა იმის გამო, რომ სიმართლე ვთქვი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანის შესახებ და გამოვხატე ჩემი პოზიცია, რის გამოც ქოცი მიწოდა,  რატომ უცხადებ ასათიანს მხარდაჭერასო

ასევე აგრესიული გახდა იმის გამო, თუ რატომ ვმეგობრობ მარიამ კუბლაშვილთან. ასეთი სიგიჟე არც გამიგონია და არც მინახავს. სიბინძურე დაწერა დღეს ჩემს მიმართ. სიბინძურე და შანტაჟი მისი სტილია. თავად აგენტი ყველას ინფორმაციის მიმწოდებელს უწოდებს. გაზეთის რედაქტორობა სიცრუის, ბოღმის და ბალღამის გავრცელებას არ ნიშნავს.

ვაი მართლა ამ ქვეყანას, რომ ასეთი დეგრადირებული და შანტაჟისტი გაზეთის რედაქტორი არსებობს. სასაცილო კიდევ ის არის, რომ ვითომცდა ჟურნალისტს ტელევიზიები ტრიბუნას რომ უთმობენ.