მაია ჭელიძე: პატრულიც მივიდა და ხელი ჩაიქნიეს, ვიცით ეს ტიპი, მაწანწალააო... 

მაია ჭელიძე: პატრულიც მივიდა და ხელი ჩაიქნიეს, ვიცით ეს ტიპი, მაწანწალააო... 

ფეისბუქ-მომხმარებელი მაია ჭელიძე სოციალურ ქსელში წერს:

ძალიან გულდაწყვეტილი ვარ ყველაზე, ვისაც ვახსენებ...

გუშინწინ, შებინდებულზე ჩემი უფროსი შვილი და მისი თანამშრომელი ლუბლიანაზე გადააწყდნენ  გაურკვეველ ვითარებას,  ერთი ტიპი  ასფალტზე ეგდო მოგრეხილი, მეორე თავზე ედგა და   ჩაჰყვიროდა ანთებული ფარების შუქზე, მანქანას  რუსეთის ნომრები ჰქონდა. გამვლელები, ფეხით მოსიარულე თუ მანქანით, ყურადღებას არ აქცევდნენ. მივაჩერე, გადავხტით, რა ხდება აქო?  დაგდებული ხმას არ იღებს, ვინც უყვირის, გვეკითხება, რუსული გესმითო? ასე გდია, ვეუუბნები რა გჭირსო და ხმას არ მცემსო. დაველაპარაკეთ და გაგვცა ხმა,  რუსუილი არ მესმის და რა მეთქვაო. ის რუსი ჩაგვეძია, მიხედავთ თუ მომეხმარებით და მე მივხედოვო?  იმას მადლობა გადავუხადეთ, გავუშვით და ამას ჩავუცუცქდით, რა გჭირს, რატომ გდიხარო. თიაქარი მაქვს და შეტევა რომ დამემართება,  ასე ვარო. ; ფული არ მაქვს რომ ოპერაცია გავიკეთო, არც არავინ მაფინანსებსო; წამალი გამითავდა და აქ  დამარტყა ახლა, ჩემს მოძღვართან მივდიოდი, ხულოში, ის  დამეხმარებოდაო. სახლში წაყვანა შევთავაზეთ და უარი თქვა, დედას და დას არ მინდა ტვირთად ვეწვე და სახლში არ წავალო. აბა, რა გიყოთ, რით დაგეხმაროთო?  რამენაირად  ჩემს მოძღვართან უნდა ჩავიდეო...

პატრულიც მივიდა და  ხელი ჩაიქნიეს, ვიცით ეს ტიპი, მაწანწალააო... რუსი არ შორდებოდა, ქართველები არც ინტერესდებოდნენ...

ცუდად იყო, მობილურსაც ვერ იხსენებდა და საპატრიარქოში წაიყვანეს იმის იმედით, რომ დაეხმარებოდნენ  მოძღვართან დაკავშირებაშიც და რამენაირადაც. გადმოიყვანეს მანქანიდან  და ჩაიკეცა ისევ ტიპი, ვერ დგება ფეხზე. დაცვას რომ აუხსნეს საქმის ვითარება, ისიც    შევიდა მდგომარეობაში ადამიანურად, მაგრამ იმას რაღა ექნა, როცა   მანქანით მანქანაზე გამოდიოდნენ სასულიერო პირები და მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებით იფარგლებოდნენ.

ხულოში ვერ წაგიყვან ძმაო და აქ სად წაგიყვანოვო? ბარათაშვილის ხიდთან დამტოვეთ და რამეს ვიზამო. ფული ვაძლიე და არ გამომართვა, მათხოვარი კი არ ვარო...

გულშემოყრილი იყო ჩემი შვილი, მღვდლის  დანახვა აღარ მინდა ისეთი  უგულო და ცივი სახეები დავინახეო...

ახალგაზრდა კაცი იყო, არც მათხოვარი, არც ავაზაკი, თიაქარით გატანჯული თავისებური  ტიპი, ზემაღალი იდეალები რომ აწუხებთ და ქვემდაბალი საზოგადოება ვერ იღებსო...

ორი დღეა სულ იმ ტიპზე ვფიქრობ, ნეტავ, რა ქნაო...

მე კიდევ,  აქამდე გავძელი და რადგან მეც იმ ტიპზე უნახავად ამეკვიატა ფიქრი, ამოვთქვი, იქნებ მოვიშორო ფიქრებიდან...

ჩემი შვილი არ არის გულჩვილი კაცი და იმას რომ ასე ჩარჩა არსებაში, მე, ეტყობა, მაგაზე  გადავები...