ლაშა ქოიავა: რატომ არ უნდოდათ გიას დაკითხვა. რატო არ დააინტერესათ რა ინფორმაციას ატარებდა გია კრიალაშვილი

ლაშა ქოიავა: რატომ არ უნდოდათ გიას დაკითხვა. რატო არ დააინტერესათ რა ინფორმაციას ატარებდა გია კრიალაშვილი

ფეისბუქ-მომხმარებელი ლაშა ქოიავა სოციალურ ქსელში წერს:

ყველა ერთხმად იმეორებს "ორი გვამი". ნუთუ არის ვინმე ვისაც არ ესმის, რომ შეკვეთა მიხეილ სააკაშვილისაა, საქართველოს პრეზიდენტის, უმაღლესი მთავარსარდლის. ვანო მერაბიშვილი თავდაუზოგავი, შეუპოვარი, გულმოდგინე შემსრულებელი მონაა.

არავინ არ თქვას ვანო თვითონ იღებდა გადაწყვეტილებებსო.

ეს მას არ ანთავისუფლებს მკვლელობის პასუხისმგებლობისგან, როგორც იმას ვინც გამოკრა იარაღის სასხლეტს.

მაგრამ! მაგრამ აქ საინტერესო მომენტი ისაა, რომ ის ითხოვს გვამს და არა დატყვევებულს. მას არ სჭირდება ეს ხალხი ცოცხალი. თან ეს ყველაფერი ხდება "ამბოხის" "ჩახშობის" ფონზე. რეპრესიები. მოღალატეების ძებნა. მოღალატეთა სიაში უშუალოდ უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით, შეყვანილია საქართველოს ერთერთი პირველი გვარდიელი, ლესელიძის დესანტის მონაწილე, რუსებისგან ბევრ ჭრილობა მიღებული, ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენის კავალერი გენერალ მაიორი კობა კობალაძე. დირექტორმა თქვა კობა დააპატიმრეს. ნეტა რატო? ეს რეპრესიის ნაწილი იყო?

ხოლო კრიალაშვილზე გაიცა ლიკვიდაციის ბრძანება.

პოლიცია და თუნდაც სპეც სამსახური ხალხის სახოცად არაა შექმნილი. რასაკვირველია ცივილურ სამყაროში. რუსეთში კი. მაგრამ მისი ცივილურობა ცოტა არ იყოს კითხვის ნიშნებს ბადებს.

ვისაც ოდესმე იარაღი ეჭირა სამშობლოს დასაცავად დამეთანხმება, რომ ინფორმაციის მატარებელი მტერი ჯობს დატყვევებული, ცოცხალი. ინფორმაცია ძალიან ძვირფასი რამეა.

თუ ოსეთისა და აფხაზეთის ომების მონაწილე პოლკოვნიკი გია კრიალაშვილი სამშობლოს ღალატში იყო ეჭვმიტანილი. ეს რასაკვირველია ცივილურად ეჭვმიტანილი. სასამართლო არ ყოფილა. გამოძიება არ ყოფილა. ხოლო ჩვენთან ძალიან მარტივად მიშამ თქვა ე.ი. დამთავრებულია გამოძიებაც და სასამართლოც.

რატომ არ უნდოდათ გიას დაკითხვა. რატო არ დააინტერესათ რა ინფორმაციას ატარებდა გია კრიალაშვილი.

ასეთი ისტერიული სისწრაფით მკვლელობის მოთხოვნა, ერთადერთ დასკვნამდე მივყავართ: გია კრიალაშვილმა იცოდა რაღაცა, მას ჰქონდა ინფორმაცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაღალი რანგის წევრის შესახებ და ეს ინფორმაცია არ უნდა გაჟღერებულიყო.

ეს მხოლოდ მოსაზრებაა. შესაძლებელია ვცდებოდე. მაშინ მითხარით რაში. მე არ ვარ ამპარტავანი მივიღებ თქვენს არგუმენტებს და ვაღიარებ თქვენს სიმართლეს.