ზელენსკი:  ჩინეთიდან ევაკუირებულების წინააღმდეგ აქციის ორგანიზატორებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ - გახსოვდეთ, ყველაზე საშინელი ვირუსი - სიძულვილია

ზელენსკი:  ჩინეთიდან ევაკუირებულების წინააღმდეგ აქციის ორგანიზატორებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ - გახსოვდეთ, ყველაზე საშინელი ვირუსი - სიძულვილია

ჩინეთიდან ევაკუირებული პირების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, - ამის შესახებ უკრიანის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა. „ჩვენ ვიცით, რომ ხალხში პანიკას ვიღაც გამიზნულად და შეგნებულად თესავდა, შემდეგ კი მათ აგრესისკენ მოუწოდებდა. აქციის ორგანიზატორები და დამკვეთები პასუხს აუცილებლად აგებენ. ამ გადამწვარი თეატრის ყველა რეჟისორსა და დამდგმელს, რომლებიც ალბათ ახალი წარმოდგენისთვის ემზადებიან, მინდა ვუთხრა: არის მომენტები, როდესაც არ არსებობს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ინტერესები, ეს უკრაინის ინტერესებია. ასეთ მომენტებში, საჭიროა არა მოჩვენებითი, არამედ ნამდვილი სოლიდარობა. მომავალი ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ზრდასრულობის ტესტი უნდა ჩავაბაროთ. უნდა შევინარჩუნოთ ცივი გონება და ღია გული. გახსოვდეთ, ყველაზე საშინელი ვირუსი - სიძულვილია“,-განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, კამერებმა არაერთი პირი დააფიქსირეს, რომლებიც მასობრივი არეულობის მოწყობას ცდილობდნენ.

შეგახსენებთ, 21 თებერვალს, უკრაინის ქალაქ ნოვიე-სანჟარიში მომიტინგეები იმ ავტობუსებს დაესხნენ თავს, რომლებითაც ჩინეთიდან მოქალაქეების ევაკუაცია ხორციელდებოდა. ისინი აცხადებდნენ, რომ ჩინეთიდან მოქალაქეების ევაკუაცია ქალაქში ვირუსის გავრცელებას გამოიწვევდა. აქციის მონაწილეებმა ავტობუსებს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 9 სამართალდამცავი და ერთი მოქალაქე დაშავდა.

Maverick ქვეყნის ნამდვილი პრეზიდენტის, ღირსეული პოლიტიკოსის და სახელწიფო მოღვაწის ჭეშმარიტად სრულყოფილი განცხადებაა!
ყოჩაღ, ბატონო ზელენსკი!
4 წლის უკან