არ მაინტერესებს რას ამბობს მერაბიშვილი... - გოგლა ჟვანია პრემიერ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე

არ მაინტერესებს რას ამბობს მერაბიშვილი... - გოგლა ჟვანია პრემიერ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე

„დიდი ხანია მე არც სააკაშვილის და არც მერაბიშვილის განცხადებები აღარ მაინტერესებს, რა კონტექსტში გააკეთებენ ისინი განცხადებებს ან რას იტყვიან", - ასე ეხმაურება ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია ვანო მერაბიშვილის განცხადებებს ყოფელ პრემიერ ზურაბ ჟვანიას შესახებ, რომელიც მან ციხიდან გამოსვლის დღესვე გააკეთა ტელეკომპანია „მთავარის" გადაცემა "აქცენტებში".

ვანო მერაბიშვილმა ეკა კვესიტაძესთან გადაცემაში ვრცლად ისაუბრა, თუ როგორ გაიყვანეს იგი საკნიდან და წარუდგინეს მაშინდელ გენერალურ პროკურორს ფარცხალაძეს. მისი თქმით, ფარცხალაძემ მას შესთავაზა, რომ დაეხმარებოდნენ დაეტოვებინა საქართველო სააკაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების სანაცვლოდ, კერძოდ ზურაბ ჟვანის მკველოებასთან დაკავშირებით.

მერაბიშვილის თქმით, მან ეს არ გააკეთა.

„მე ასე მესმის, რომ, როგორ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ყოფილ პერმიერ-მინისტრს საკუთარი თავის, ჩემი პიროვნების წინააღმდეგ უნდა მიმეცა ჩვენება. ეს ხომ პირად კომპრომისზე წასვლა იყო", - განაცხადა ინტერვიუში ვანო მერაბიშვილმა.

„დიდი ხანია მე არც სააკაშვილის და არც ვანო მერაბიშვილის განცხადებები არ მაინტერესებს, რა კონტექსტში გააკეთებენ ისინი განცხადებებს ან რას იტყვიან. მე შეკითხვები მაქვს მოქმედ ხელისუფლებასთან, მასალები დევს პროკურატურაში და პასუხს მათგან ველი. თუმცა ვხედავ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებთი პოლიტიკური ნება არ არის", - განაცხადა „რეზონანსთან" გოგლა ჟვანიამ.