დღეს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
„კამარა“ პირველია იმ ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრებს შორის, რომელიც ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის ფარგლებში, ლუდომანიით დაავადებულ ადამიანებს კომპლექსურ ფსიქოთერაპიულ დახმარებას გაუწევს.
„კამარას“ ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე „ევროპაბეთის“ ამ მასშტაბურ კამპანიას მიესალმება და დადებითად აფასებს.
„ჩვენ პაციენტებს სპეციალური მეთოდით, დამოკიდებულებათა დაავადებების მკურნალობის კუთხით ვუდგებით, რომელიც ამერიკელ პროფესორს, ფსიქიატრიის ვარსკვლავს, ანათინა მიშერს, ეკუთვნის“, - აღნიშნავს ნათია ფანჯიკიძე. „ამ მეთოდით „კამარა“ უკვე ათი წელია, რაც მუშაობს და ის იდეალურადაა ადაპტირებული ქართულ რეალობასთან“, - ამბობს ის.
პაციენტების მიღება უკვე დაწყებულია. ოპტიმალური კურსი 3-6 თვემდე გრძელდება კვირაში 8-საათიანი ინტენსიური დატვირთვით, თუმცა, განსაკუთრებული შემთხვევების დროს, მაგალითად, ორმაგი დიაგნოზით შემოსული პაციენტის შემთხვევაში, შესაძლებელია კურსის გაგრძელებაც ადამიანის სრულ განკურნებამდე.
„კამარადან“ ჯერჯერობით 4 სპეციალისტია მობილიზებული, თუმცა ნათია ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ პროექტის ზრდის პარალელურად, შესაძლებელია, „კამარას“ ადამიანური რესურსი უფრო დიდი დატვირთვით ჩაერთოს.
„პასუხისმგებლიანი თამაშის“ კამპანია 2019 წლის დეკემბერში გააქტიურდა. პირველი მასშტაბური ნაბიჯი კომპანიის მხრიდან რეკლამის თვითრეგულირება გახდა, რომლის ფარგლებშიც „ევროპაბეთმა“ გარე ბანერები სრულად ჩამოხსნა, ხოლო სხვა მედიასაშუალებებში კომუნიკაციის რეგულირება დაიწყო.
„პასუხისმგებლიანი თამაშის“ მასშტაბური კამპანია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესის, კომუნიკაციასა და საზოგადოების მიმართ. კამპანიის ფარგლებში ამოქმედდა ვებგვერდი responsible.ge, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ინოვაციური თუ კარგად გამოცდილი ტექნოლოგია და მეთოდი, რითაც „ევროპაბეთის“ მომხმარებლები ისარგებლებენ.
ევროპაბეთი 4 წლის წინ მთლიანად გადავიდა შვედური კომპანია BETSSON-ის (17 ბრენდი 10 ქვეყანაში) მფლობელობაში. პასუხისმგებლიანი თამაშის ქართულ ბაზარზე დანერგვა BETSSON-ის ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა.