კონსტანტინე გამსახურდია: „ლავროვი თბილისში იყო ჩამოსული 2008 წელს, მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციაზე“

კონსტანტინე გამსახურდია: „ლავროვი თბილისში იყო ჩამოსული 2008 წელს, მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციაზე“

გერმანიაში ახლადდანიშნული საქართველოს დესპანი, კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოში ჩამოსული იყო მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციაზე და სიმართლეს არ შეეფერება ინფორმაცია, თითქოს, ის თბილისში 2004 წლის შემდეგ არ ყოფილა.

ამის შესახებ კონსტანტინე გამსხურდია სოციალურ ქსელში წერს:

„არ არის მართალი, თითქოს სერგეი ლავროვი თბილისში 2004 წლის შემდეგ არ ყოფილა. ის ჩამოსული იყო 2008 წელს, მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციაზე და მაშინდელი ოპოზიცია მას შევხვდით თბილისი-მარიოტში, იპოდრომის მიტინგის შემდეგ. აღნიშნულ შეხვედრას ამ სტრიქონების ავტორის გარდა ესწრებოდნენ ლევან გაჩეჩილაძე, დავით გამყრელიძე, სალომე ზურაბიშვილი, ნესტან კირთაძე და კახა შარტავა. მახსოვს, როგორ აღთქმასავით დადო, ჩვენ არ ვაპირებთ აფხაზეთის და ცხინვალის ცნობასო”-წერს კონსტანტინე გამსახურდია.

ცნობისათვის: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დელეგაციასთან ერთად, შესაძლოა, საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში ეწვიოს. საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვდრას 2020 წლის 14-15 მაისს უმასპინძლებს.

Katana . აბა, 2008 წლის ლავროვი და დღევანდელი ლავროვი ერთია?!
მაშინდელი ლავროვი იყო კეთილი ლავროვი, რომელსაც უხაროდა სააკაშვილის ინაუგურაცია!..
ხოლო ახლანდელი, ბიძინას დროინდელი ლავროვი, ეს არის ბოროტი ლავროვი, რომლის ჩამოსვლას, როგორც თაკო ჩარკვიანი ამბობს, შეიძლება მოჰყვეს საქართველოს გაქრობა!!!
ამიტომ, ლავროვის ჩამოსვლის შემთხვევაში, საყოველთაო აჯანყება დაიწყება საქართველოში! (ცხადია, თაკო ჩარკვიანის ხელმძღვანელობით! ახლა, მის ერთ დაძახილზე რომ მთელი ქვეყანა იარაღასხმული დადგება ფეხზე, ეჭვი ხომ არ გეპარებათ?!).
4 წლის უკან
thrgg@yahoo.com აბა, ჩემო მანასეო, ხან ასე და ხან ისეოო...
4 წლის უკან