ბონდო მძინარაშვილი: ნათელაშვილი ბოროტი და შურიანი ადამიანია

ბონდო მძინარაშვილი: ნათელაშვილი ბოროტი და შურიანი ადამიანია

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ნათელაშვილი ბოროტი და შურიანი ადამიანია:

კარგად იცოდა, რომ წუხანდელ მის გამოსვლას ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" ყურადღებას არავინ მიაქცევდა, რადგან მთელი საინფორმაციო სივრცე მერაბიშვილმა დაიკავა და ის მხოლოდ თემის დანამატად სჭირდებოდათ.

ამიტომ, როგორც ბოღმა ადამიანებს სჩვევიათ, ისეთი რამ თქვა, რაც ხალხის ყურადღებას მიიპყრობდა. ეს იყო დიდი ტყუილი, თითქოს აფრასიძეების წინააღმდეგ განხორციელებული სადამსჯელო ოპერაცია კალაძემ დააფინანსა.

გახსოვთ, ალბათ, 2004 წლის მარტში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა, ვერტმფრენებით ავიდნენ ეცერში, აფრასიძეების სახლ-კარი გადაბუგეს, მამა-შვილი აფრასიძეები კი დახოცეს.

ამ მოულოდნელმა განცხადებამ ინგა გააკვირვა, ნათელაშვილმა კი რაიმე მტკიცებულება კი არ წარმოადგინა, უტიფრად დაამატა, - აგერ არის კალაძე და ჰკითხეთო.

ინგას პასუხზე, - ახლა მაშინდელი შსს მინისტრი გია ბარამიძე იქნება სტუმრად და ვკითხავ, ის თუ დაადასტურებსო, - ნათელაშვილმა კვლავ უტიფრად განაცხადა, - ეგ მინისტრი იყო და უფლება აქვს, საიდუმლო არ თქვასო.

დააკვირდით, როგორი გარეწარია:

კალაძის მიმართ ბრალდება წარმოისროლა ისე, რომ არანაირი მტკიცებულება არ აქვს და, - კალაძეს ჰკითხეთ, ბარამიძე არაფერს იტყვისო.

ბარამიძემ ყველაფერი კატეგორიულად უარყო, მაგრამ წამოსროლილი ბრალდება ხომ დარჩა?!

ამიტომ არის ნათელაშვილი გარეწარი!

amo ჰოდა ამ გარეწარის პარტიას ჩვენი ჯიბიდან 1 მილიონ ლარს ვუხდით.
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მარტო ამ გარეწარის, დანარჩენი სალახანების პარტიებს?! რაა ასეთი პარტია თავსაც რომ ვერ ინახავს?! პარტია კი არა წურბელების და გველ-ბაყაყების ფუთფუთია!
4 წლის უკან
thrgg@yahoo.com შესაცვლელია ეს კანონი ასეთ ნაძირალ და გარეწარ ხალხს რომ აფინანსებს, ვითომ ხალხის სახელით, მაგრამ არის ვინმე პატრონი?
4 წლის უკან