გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგში სიახლე არ არის

გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგში სიახლე არ არის

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგში სიახლე არ არის. ბოკერიას თქმით, რეპრესიებით, დაჭერებით, უტიფრობით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

„რეალურად, ვერც ძალაუფლებას შეინარჩუნებენ და ქვეყნისთვის უფრო საზიანო სცენარია ეს. მათთვის ტრაგიკული იქნება პოლიტიკურად. თუ მოხდა, რომ გონს მოეგნენ და გადადგეს ის ნაბიჯები, რაც მათთვის დიდი ხანია ცნობილია – რეპრესიების შეწყვეტა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საზოგადოების დაკვეთის შესრულება, რომ არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადავიდეს, ეს არის კარგი ქვეყნისთვის. ჩვენ ვართ მოქნილი, ჩვენი მიზანი კრიზისი კი არ არის, პირიქით, არის ნაკლები ზიანით გამოსვლა ამ ჩიხიდან. მაგრამ თუ არ მოეგებიან გონს და ჩაატარებენ ამ სისტემით არჩევნებს, კიდევ დაიჭერენ ლიდერებს, ჩვენ ამ სცენარისთვისაც ვართ მზად. ანუ, 73 მაჟორიტარულ ოლქში, საკვანძო ადგილებში მოხდება კოორდინირება. რამდენი ლიდერიც უნდა დაიჭირონ, ეს ვერ შეაჩერებს საზოგადოების უდიდესი ნაწილის ბრაზს. პირიქით, გააღრმავებენ, მხოლოდ ქვეყანას დააზიანებენ და თავის ბედს გახდიან შეუძლებელს“, – განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, მისივე თქმით, მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების შეთანხმება უკვე მიმდინარეობს.

„უკვე დაძრულია პროცესი, გვარებამდე ვართ მისული და რეგიონებშიც, საკვანძო ადგილებში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.