თბილისი პირველ ადგილზეა ევროპის მთავარ ქალაქებს შორის FDI-ის  ეფექტიანობის მიხედვით

თბილისი პირველ ადგილზეა ევროპის მთავარ ქალაქებს შორის FDI-ის  ეფექტიანობის მიხედვით

„მომავალი მთავარი ევროპული ქალაქები და რეგიონები პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის 2020- 2021 წლებში“,  - ამ სახელწოდებით გამოაქვეყნა რეიტინგი გაზეთ „The Financial Times- ის“ სპეციალურმა რესურსმა fdi Intelligence, სადაც თბილისი ევროპის წამყვან ქალაქებს შორის პირველ ადგილზე დასახელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ეფეტიანობის მიხედვით. უფრო კონკრეტულად, გამოცემის შეფასებით თბილისში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორცილება ყველაზე „ხარჯთეფექტიანია“ (Cost Effectiveness) ევროპის სხვა მთავარ ქალაქებთან შედარებით. ამ ნომინაციაში საუკეთესო ათეულს ვარშავა ასრულებს, პირველ ადგილზე კი, როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს დედაქალაქი გავიდა. 

ქალაქების შერჩევა განხორციელდა ისეთი კატეგორიების მიხედვით, როგორიცაა: ქონების რეგისტრაციის საფასური, მოგების გადასახადი, მშენებლობის ნებართვა, სამრეწველო ხარჯები და სხვა.

აღნიშნული რეიტინგი მზადდება 2003 წლიდან. მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულად და მოიცავს ევროპული ქალაქების ანალიზს ბიზნესის კეთების, საინვესტიციო კლიმატის განვითარებისა და ცხოვრების დონის მიხედვით.

ანგარიშში გაანალიზებულია ევროპული ქალაქების შესაძლებლობები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, ასევე, გამოვლენილია გამარჯვებულები სხვადასხვა ისეთი კატეგორიის მიხედვით როგორიცაა: მომავალი ევროპული ქალაქების TOP 25, ქალაქების ათეული ადამიანური კაპიტალისა და ცხოვრების დონის, ბიზნესისადმი მეგობრული გარემოს, ეკონომიკური პოტენციალისა და კავშირების მიხედვით.  

კვლევის ფარგლებში მონაცემები შეგროვებულ იქნა 505 ლოკაციიდან (მათ შორის: 319 ქალაქი, 148 რეგიონი და 38 სპეციალური ზონა LEP), 100-მდე სხვადასხვა ინდიკატორის გათვალისწინებთ (მათ შორის: მშპ, უცხოური ინვესტიციების მოცულობა, დანახარჯები განათლებაზე, საშუალო ხელფასი, გადასახადების მოცულობა, ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაცია, პროფილური რეიტინგები და სხვა).