ჩუღურეთის რაიონში, სულუხიას N5-ში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თბილისური ტიპის ეზოში, სადაც 13 ოჯახი ცხოვრობს, საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი, ბმა-ს ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ გასულ წელს გამაგრდა. მიმდინარე პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 17 000 ლარია. მსგავსი სამუშაოები რაიონში კიდევ ხუთ მისამართზე მიმდინარეობს.