ნანა კაკაბაძე: მერაბიშვილი ციხიდან კი არა, „პარაგრაფიდან“ გამოსულს ჰგავდა

ნანა კაკაბაძე: მერაბიშვილი ციხიდან კი არა, „პარაგრაფიდან“ გამოსულს ჰგავდა

მერაბიშვილი ციხიდან გამოსულს კი არა, „პარაგრაფიდან" გამოსულს ჰგავდა, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე აცხადებს.

„ვანო მერაბიშვილი რომ გამოვიდა და შევხედე, მართლა დავიჯერე, რომ ბიძინა ივანიშვილის პატიმარი იყო. ის „მატროსოვიდან" გამოსულს კი არა, „პარაგრაფიდან" გამოსულს ჰგავდა. ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თან იმ ფონზე, რომ თუ გავიხსენებთ, როგორი გამოვიდა სულხან მოლაშვილი ციხიდან. ასევე დათო მირცხულავა და სხვა პოლიტიკური პატიმრები. ამის პარალელურად, მართლა შეიძლება კაცმა დაიჯეროს, რომ ბიძინას „პარაგრაფში" ეჯდა. დახურულ სივრცეში იჯდა ადამიანი და ასე გამოვიდა, ასევე გიგი უგულავა. ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ გაოცება გამიჩნდა. ისინი ციხიდან ან გვამებს უშვებდნენ", - ამბობს ნანა კაკაბაძე.

ე.წ მატროსოვის ციხე თითქმის, 7- წლიანი პატიმრობის შემდეგ ყოფილმა პრემიერმა და შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გუშინ დატოვა.