ვანო ჭკვიანი კაცია და სწორ არჩევანს გააკეთებს - სანდრა რულოვსი ვანო მერაბიშვილს შეხვდა

ვანო ჭკვიანი კაცია და სწორ არჩევანს გააკეთებს - სანდრა რულოვსი ვანო მერაბიშვილს შეხვდა

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი და „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი სანდრა რულოვსი ვანო მერაბიშვილის სახლში გვიან ღამით მივიდა.

„ქრონიკის" კითხვაზე თუ რასთან დაკავშირებით მივიდა იქ, რულოვსი ამბობს, რომ მერაბიშვილს ციხიდან გათავისუფლება უნდა მიულოცოს.

ასევე, კითხვაზე, თუ სად მოიაზრებს ის მერაბიშვილს, სანდრა რულოვსი პასუხობს, რომ ვანო ჭკვიანი კაცია და სწორ არჩევანს გააკეთებს.

რა თემებზე ისაუბრა სანდრა რულოვსმა ვანო მერაბიშვილთან შეხვედრისას უცნობია, რადგან ყოფილმა პირველმა ლედიმ მერაბიშვილის საცხოვრებელი სახლი კორპუსის ალტერნატიული გასასვლელით დატოვა.

ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 20 თებერვალს დატოვა.

amo გადააფსით ერთმანეთს
4 წლის უკან