„ერთმა მაინც ერთხელ მაინც გაბედეთ და თქვით, რომ ბევრი თუ არა, ცოტა რამ მაინც დააშავეთ... ითხოვეთ პატიება... იქნებ გაპატიონ!“

„ერთმა მაინც ერთხელ მაინც გაბედეთ და თქვით, რომ ბევრი თუ არა, ცოტა რამ მაინც დააშავეთ... ითხოვეთ პატიება... იქნებ გაპატიონ!“

ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ვრცელდება ინტერვიუ ვანო მერაბიშვილთან. როგორც ადამიანი ადამიანს, ვულოცავ თავისუფლებას, მაგრამ ჩვენ ის ჟურნალისტები ვართ, ვისავ გამოძიებული აქვს ნაციონალების ხელისუფლების დროს პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებისა და მკვლელობის ისტორია! პოლკოვნიკ შავაძის მკვლელობის ისტორია! გია კრიალაშვილის დახვრეტის ფაქტი! გირგვლიანის საზარელი მკვლელობა! ვახტანგ მაისაიას ჯაშუშობაზე შეთითხნილი საქმე! 26 მაისის მსხვერპლთა საქმე! რობაქიძის, გამცემლიძის საქმეები, ხელისუფლების მიერ დარეკეტებული ბიზნესმენების საქმეები... და არაფერს გავიხსენებდი ახლა: არც იმას, როგორ გაუსკდა გული თეთრაძეს ციხეში, როცა მას ღირსების აყრა დაუპირეს ; არც იმას, როგორი იბრძოდა სოხუმის ბოლო დღეებში გია კრიალაშვილი, რომელიც მერე თქვენ ქუჩაში ძაღლივით დახვრიტეთ; არც იმას, როგორ დარჩება მილიონების ყურებში იმ წლებში დახოცილი ბიჭების მამების ტირილი... მაგრამ ერთმა მაინც ერთხელ მაინც გაბედეთ და თქვით, რომ ბევრი თუ არა, ცოტა რამ მაინც დააშავეთ... ითხოვეთ პატიება... იქნებ გაპატიონ!