„ქალის სახე აქვს დაკარგული... რა მაქვს სანანებელი“ - გორის საკრებულოს თავმჯდომარე ელენე ხოშტარიაზე

„ქალის სახე აქვს დაკარგული... რა მაქვს სანანებელი“ - გორის საკრებულოს თავმჯდომარე ელენე ხოშტარიაზე

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე პარლამენტის დეპუტატს ზნედაცემულსა და „ქალის სახე დაკარგულს“ უწოდებს და ამბობს, რომ მისგან განსხვავებით, „ქალი არის კდემამოსილი“.

რაზმაძემ თავდაპირველად ხოშტარიას შეურაცხყოფა სოციალური ქსელი მეშვეობით მიაყენა, სადაც წერდა,რომ დეპუტატი „უზნეობისა და უტიფრობის განსახიერებაა“. ტელეკომპანია ფორმულას კითხვაზე, ნანობს თუ არა ამ სიტყვებს, რაზმაძე ამბობს, რომ არაფერი აქვს სანანებელი.

„მაგის საქციელი, საუბარი, შეურაცხყოფები არაფერში არ ჯდება... ზნედაცემულობა, რომელიც მე ვთქვი, ძალიან იოლი და მოფერებითი სიტყვა იყო“, - განაცხადა მან.

პროტესტის ნიშნად ელენე ხოშტარიამ პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო. მას შემდეგ, ის არაერთი თავდასხმის ობიექტი გახდა, მათ შორის რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდანაც.