თათია მოლაშვილი: სულხან მოლაშვილი იხვეწებოდა ჩემი 2 წლის შვილი მაჩვენეთო და არა, ინფორმაციას გაიტანსო

თათია მოლაშვილი: სულხან მოლაშვილი იხვეწებოდა ჩემი 2 წლის შვილი მაჩვენეთო და არა, ინფორმაციას გაიტანსო

თათია მოლაშვილი იმ დღეს იხსენებს, როცა პირველად ნახა ნაწამები მეუღლის ფოტოები, რომელიც მას ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გადასცა:

"მაიამ ჩაატარა ექსპერტიზა… მაიას რიყესთან შევხვდი, მე მაშინ არც ვიცოდი მაია ვინ იყო. დამირეკა, თქვენთან საქმე მაქვს და ისეთ ადგილას შემხვდი, რომ არავინ დაგვინახოსო. შევხვდით, სულხანი ამ დროს უკვე მეშვიდე საპყრობილეში იყო, იმ პირობებში, რაც წამების ტოლფასი კი არა, წამებაზე უარესი იყო. მაიამ მითხრა, სულხანმა გადმოგცა, კარგად ვარ, არ ინერვიულოსო და უცებ მაძლევს იმ საშინელ ფოტოებს. მე ვუთხარი, ქალბატონო მაია ამას ჰქვია კარგად ყოფნათქო?! ვნახე უკვე, რა დღეშიც იყო სულხანი. მაიას გადაღებული ფოტოები გავრცელდა შემდეგ…

ჩვენ არ გვქონდა სულხანთან შესვლის უფლება თითქმის 2 წელი, სულხანი ეხვეწებოდა, ბავშვები მაჩვენეთ ვაკოცებ ერთხელო… ელენე 1 წლის და 8 თვის იყო, ეხვეწებოდათ, რომ ელენე ეჩვენებინათ, ელენე არ შეიძლება, რადგან ინფორმაციას გაიტანსო…ელენეს ლაპარაკიც კი არ შეეძლო… ეგენი ადამიანები არ იყვნენ…" - განუცხადა "აიპრესს" თათია მოლაშვილმა.