გიორგი ვოლსკი: გიგა ბოკერიამ გააკეთა ისეთი განცხადება,რომელიც საკმაოდ სერიოზულ კითხვებს ბადებს

გიორგი ვოლსკი: გიგა ბოკერიამ გააკეთა ისეთი განცხადება,რომელიც საკმაოდ სერიოზულ კითხვებს ბადებს

მთელმა მსოფლიომ იცის, სტრასბურგიდან დაწყებული, საქართველოს ნებისმიერი პატარა სოფლით დამთავრებული, რომ დანაშაულები მართლაც სერიოზული და შემაძრწუნებელი იყო „ძალიან სერიოზული ლუსტრაცია მოხდა. გიგა ბოკერიამ გააკეთა ისეთი განცხადება,რომელიც საკმაოდ სერიოზულ კითხვებს ბადებს. მან გამოაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი იყო პოლიტიკური პატიმარი” –  განაცხადა TV პირველის ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმაგიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის გამოსვლამ ბევრი შეკითხვა გააჩინა აგრეთვე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ფიქრობენ, რომ იგი მათი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ლიდერი უნდა გახდეს.

„თუ ამ ადამიანს უწოდებ პოლიტიკურ პატიმარს, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურიპატიმრის კრიტერიუმი შენთვის – პოლიტიკური ძალისთვის სწორედ ეგ არის. და მაშინ რატომგამოეყო ევროპული საქართველო ნაცმოძრაობას, ან რა ბნელ წარსულს დასცილდა და რა ახალიმომავლის შენება გადაწყვიტა? ძალიან ბევრი კომენტარი იყო დამხობის თემასთან დაკავშირებით.ანუ დასკვნა ერთია – მათთვის არავითარი არაჩევნების თემა დღის წესრიგში არ დგას.

მათი გადმოსახედიდან ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და გიგი უგულავაც არის პოლიტიკურიპატიმარი და ეს მიდგომა გაცილებით უფრო საშიშს ხდის ოპონენტ პოლიტიკურ ძალას“.– განაცხადა იორგი ვოლსკიმ. როგორც მან აღნიშნა, არ იცის, დესტრუქციაში გამოწრთობილი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობისკენ“ თუ „ევროპული საქართველოსკენ“ წავა.