20 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მობილური ტელეფონები (ჯამში 304 ცალი) აღმოაჩინეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 48,770.08 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.