ფეისბუქ - მომხმარებელი დავით მარდალეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
ელისო კილაძემ, - ვანო მერაბიშვილის კისერზე, მხოლოდ "გირგვლიანის საქმე" ჰკიდია, სერიოზულ დანაშაულად და ახლა ნაკლები სიმძიმის დანაშაულები ხდებაო?!
ელო, ნუ დაგაბნელებს სიძულვილი, გოგო!
რა თქმა უნდა, ნაკლები სიმძიმის დანაშაულები ხდება: მაჩალიკაშვილებსაც დიდი უბედურება დამართეს, მაგრამ ეს შეცდომა იყო და გირგვლიანის მკვლელობა - წინასწარგანზრახვა; მაკო გომურიც ძალიან მეცოდება, მაგრამ სხეულის ვერცერთი ორგანოს დაკარგვა შეედრება მკვლელობას...
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გარდა, ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს მოხდა "კორტების სპეცოპერაცია", რომლის დროსაც, სამი ახალგაზრდა მანქანაში ჩახოცეს, დანაშაულის მომზადების მოტივით; ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს მოხდა "ციხის ბუნტის" პროვოცირება და 16 პატიმრის საკნებში ჩახოცვა; ვანო მერაბიშვილი, შს მინისტრობის დროს, იძახდა "ორი გვამი" მინდაო და ამას აკეთებდა პოლიციელებით გარშემორტყმული და მათ გასაგონად. ესე იგი, ვანოს პირველად არ გაუცია ასეთი ბრძანება, რადგან პირველად, ასეთ სურვილს "საველე პირობებში", გამოუცდელ თანამშრომლებთან უკანასკნელი იდიოტიც კი არ გამოთქვამს; ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს მოხდა პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებით მკვლელობა, გლდანის ციხეში; ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს მოხდა პრემიერ ზურაბ ჟვანიას მკვლელობა, რასაც ბევრისთვის გასაგები, თუ გაუგებარი მიზეზების გამო, დღეს უკვე "ქართული ოცნება" ფარავს;
ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს მოხდა ოპოზიციონერი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა. არ მიხსენებია, სულხან მოლაშვილის სიკვდილამდე წამება და სხვა, უმწეო პატიმრებზე განხორციელებული უამრავი სადიზმის ფაქტი...
ეს ყველაფერი, "გუგლის" და ნაცნობ-მეგობრების ჩარევის გარეშე გავიხსენე, დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში...
ახლა, ელისო კილაძეს ვეკითხები: რა თქმა უნდა, იტყვი, რომ დანაშაული დანაშაულია, მაგრამ ისევე როგორც ეს დანაშაულები ვერ შეედრება, ფაშისტების მიერ ჩადენილს, ასევე ვერ შეედრება და ახლოსაც ვერ მივა "ქართული ოცნების" მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, "ნაცების" და კერძოდ, ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს ჩადენილთან...
...და როდესაც, პირზე რძეშეუშრობელი იდიოტი, საოცრად არაობიექტური "ექსპერტი", თორნიკე შარაშენიძე ამბობს, - ვანო მერაბიშვილი ციხემაც ვერ გატეხაო, დაფიქრდეს, ამ დანაშაულების ჩადენასა და ხელისშეწყობაში ბრალდებულ კაცს, 11 სექტემბრის ტერაქტს თუ აღიარებნებდნენ, თორემ ვის რაღა შემს ფეხებად უნდოდა მისი გატეხვა?!
ისე, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მონდომების შემთხვევაში, ვანო მერაბიშვილს კი არა, ნელსონ მანდელას გატეხავდნენ...
ბოლოს კი, ვიტყვი, რომ დღეს, საქართველოში, არ არის პიროვნება, რომელსაც მეტი დანაშაული მიუძღოდეს საზოგადოების წინაშე, ვიდრე ვანო მერაბიშვილს - რა თქმა უნდა, ქვეყანაში მყოფებს ვგულისხმობ...