„თავს არ ვიმართლებ, პირიქით, ვიქოლავ, მაგრამ თავს ვერ ვერევი - მაგათი ცუდი მიხარია და მაგათი კარგი მწყინს!“

„თავს არ ვიმართლებ, პირიქით, ვიქოლავ, მაგრამ თავს ვერ ვერევი - მაგათი ცუდი მიხარია და მაგათი კარგი მწყინს!“

ფეისბუქ-მომხმარებელი ივდით კუხიანიძე სოციალურ ქსელში წერს:

დავით კლდიაშვილის  "შემოდგომის " აზნაურთა ცხოვრებაში  ღირებულებები თავდაყირა დგას: ის , რაც უნდა ახარებდეს და აბედნიერებდეს ადამიანს, მისთვის ტრაგედიად ქცეულა და პირიქით- უბედურება ახარებს (" სამანიშვილის დედინაცვალი", " ქამუშაძის გაჭირვება").

ამ თემას აღარ განვავრცობ, შორს წამიყვანს. მე ამით სხვა რამის თქმა მინდა და , აი, რისი:

სწორედ ამ ადამიანურ ღირებულებათა აღრევა აღმოვაჩინე ჩემს თავში ( და არამარტო!) , რამაც , სიმართლე გითხრათ, ძალიან დამამწუხრა : ადამიანის დაჭერა გამიხარდა (უგულავა) და გათავისუფლება( მერაბიშვილი) მეწყინა!

რა უბედურებაა ეს? რატომ უნდა ხდებოდეს ასე? მთელი ჩემი ცხოვრება ქრისტიანულ საწყისებზე ვარ აღზრდილი და ეს რა ჭირი მეტაკა?!

და ავფორიაქდი!

 მერე მივადექი შემოდგომის აზნაურებს  - ისინიც ხომ ჩემნაირად ხარობენ ცუდით და წუხან კარგზე? ბავშვის დაბადება ტრაგედიად ქცეულა მათთვის, რაკი მჭამელი დაიბადა და ოჯახის წევრის სიკვდილი -სიხარულად, რაკი ასეთი მჭამელი აღარ ეყოლებათ!

მაგრამ განსხვავებაც დავინახე: ისინი უკიდურესმა  მატერიალურმა გაჭირვებამ და ეპოქალურმა ცვლილებამ ( ფეოდალიზმის რღვევამ) მიიყვანა აქამდე და მე და ჩემნაირი დამწუხრებულ - გახარებულები რაღამ გაგვავეშა ასე?

და აი, პასუხიც : უსამართლობისა და დაუსჯელობის ( ან ნახევრად დასჯის) მწველმა გაცდამ , რაც კიდევ უფრო მაშფოთებს, რაკი მგონია, რომ თვალებში ნაცარს მაყრიან!!!

გირგვლიანების ტანჯვა-წამება რომ მახსენდება, ორი გვამის მოსურნე რომ მახსენდება, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში 48 მილიონის მიმთვისებლის გაღრეჭილი სიფათი რომ მახსენდება, აი, ეს რომ მახსენდება, აი , ის რომ მახსენდება...მახსენდება და კიდევ მახსენდება...

ერთი სიტყვით, თავს არ ვიმართლებ, პირიქით, ვიქოლავ, მაგრამ თავს ვერ ვერევი - მაგათი ცუდი მიხარია და მაგათი კარგი მწყინს!