რომან კაკულია: “პროგრესი ყველა დარგში გვაქვს, მაგრამ მხოლოდ ცუდის დანახვა გახდა ტრენდული”

რომან კაკულია: “პროგრესი ყველა დარგში გვაქვს, მაგრამ მხოლოდ ცუდის დანახვა გახდა ტრენდული”

თუ ავიღებთ თითოეულ დარგს, იქნება ეს ენერგეტიკა, ტურიზმი, გზების მშენებლობა თუ საწარმოების მხარდაჭერა, პროგრესი ყველგან არის, მაგრამ ცუდის დანახვის ტრენდი, რომელიც საზოგადოებაში ჩამოყალიბდა, უნდა შეიცვალოს, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩამოყალიბდა ერთგვარი ტენდენცია, მხოლოდ ცუდის დანახვა ტრენდული გახდა. როდესაც ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყე, ყოველთვის ვცდილობდი გამეკრიტიკებინა არაერთი სამთავრობო ინიციატივა, ვინაიდან ვხედავდი, რომ ჩვენთან კრიტიკა არ არსებობდა. ჩვენ საერთოდ არ გვყავდა ოპოზიცია – იყვნენ ადამიანები, რომლებიც ნებისმიერი მოცემულობის უარყოფითად წარმოჩენის მაღალი კლასის სპეციალისტები გახლდნენ. საზოგადოება უნდა გაერკვეს – ყველაფერი ცუდია, თუ არსებობს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. თუ ჩვენ გავაგებინებთ ხალხს, რას ნიშნავს ობიექტური მიზეზები, გასაგები გახდება, რატომ არ არის საკმარისი ეკონომიკის ორმაგი ზრდა. რა თქმა უნდა, პროგრესი არის, მაგრამ ასევე არსებობს მიზეზები, რომლებსაც ვერავინ ასე მალე ვერ გამოასწორებდა. თუ ავიღებთ თითოეულ დარგს, ენერგეტიკა, ტურიზმი, გზების მშენებლობა, საწარმოების მხარდაჭერა, პროგრესი ყველგან არის, მაგრამ ეს ცუდის დანახვის ტრენდი უნდა შეიცვალოს“, – აცხადებს კაკულია.