ჯაბა ხუბუა: დავეხმაროთ ამერიკელ ხალხს

ჯაბა ხუბუა: დავეხმაროთ ამერიკელ ხალხს

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა აოციალურ ქსელში წერს:

დავეხმაროთ ამერიკელ ხალხს

ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და ძალზედ სახიფათო ნიშნულს მიაᲦწია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიბნელემ, ჰომოფობიურმა გამოხტომებმა და ფაშისტურმა ჭენებამ. Მან მთელი მსოფლიოს გასაგონად, ასე უტიფრად და კაცობრიობის პროგრესული ნაწილისათვის გულისამრევად განაცხადა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარია ღმერთი, ოჯახი და სამშობლო!

გულისმომკვლელია, რომ ამერიკას, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინათ ნათელი და პროგრესული ობამა - ბაიდენის ხელისუფლება მართავდა, რომელსაც საგარეო პოლიტიკის ერთ- ერთ პრიორიტეტად ერთნაირსქესიანთა ქორწინების იმპორტი ჰქონდა გამოცხადებული, დღეს მართავს ყოვლად რეგრესული და საეჭვო ღირებულებების პრეზიდენტი, რომელიც ჩამოფასებულ ცნებებს - ღმერთს, სამშობლოსა და ოჯახს არის გამოკიდებული.

ვფიქრობ, ჩვენ, როგორც სტრატეგიული პარტნიორები, სასწრაფოდ უნდა დავეხმაროთ ამერიკელ ხალხს, განთავისუფლდეს ამ რეტროგრადი მმართველისაგან.

პირველ ეტაპზე ჩვენი მხრიდან საუკეთესო კონტრიბუცია იქნება, ვაშინგტონში ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების დესანტი - ეკა გიგაური, ბაია პატარაია, სულხან სალაძე, მიხეილ ბენიძე და სხვები გადავსხათ, ხოლო მერე, თუ საჭირო გახდა, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც მივაშველოთ.

როცა მეგობარი ხალხი განსაცდელშია, ხელი უნდა გამოვიღოთ, თორემ, ტრამპი მეორე ვადითაც თუ გაპრეზიდენტდა, უკვე მთელ მსოფლიოს დაემუქრება ღმერთის, ოჯახისა და სამშობლოს კულტის გაბატონება.

Maverick ამინ, გისმინოს ღმერთმა.
5 წლის უკან
Katana . ბრავო, ჯაბა!.. კარგია ძალიან!
(კი უნდოდათ ამ ცოტა ხნის წინ მისთვის იმპიჩმენტის მოწყობა, მაგრამ გამოუვიდათ ელენე თევდორაძის ვარიანტი! (შევარდნაძეს იმპიჩმინეტი უნდა გავუკეთოთო:))
5 წლის უკან