გია ვოლსკი: გიორგი მარგველაშვილი, თავისი არაადეკვატური საქციელით და განცხადებებით, დროსა და სივრცეში გაიბნა

გია ვოლსკი: გიორგი მარგველაშვილი, თავისი არაადეკვატური საქციელით და განცხადებებით, დროსა და სივრცეში გაიბნა

გიორგი მარგველაშვილი, თავისი არაადეკვატური საქციელით და განცხადებებით, დროსა და სივრცეში გაიბნა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების გეგმას. ვოლსკის შეფასებით, მარგველაშვილისგან წარმატებული პოლიტიკოსი არ გამოვა.

„გიორგი მარგველაშვილი, როდესაც უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, თავიდან საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და შემდეგ გაიბნა დროსა და სივრცეში თავისი არაადეკვატური საქციელით და განცხადებებით. ვფიქრობ, წარმატებული პოლიტიკოსი მისგან არ გამოვა,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება.

„ავტორიტარიზმის არჩევით, „ქართულმა ოცნებამ“ წითელი ხაზები გადაკვეთა. არ არის დემოკრატია - არ იქნება ეროვნული ერთობა და დასავლური კურსი. ვერ ვუყურებ, ეს როგორ მოხდება. ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას. ვემსახურები ჩვენი დასავლური არჩევანის მისიას, ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად“, - წერს მარგველაშვილი.

 

 

tngh ვამაყობ, რომ მარგველაშვილისტვის ხმა არ მიმიცია!!! რა არაკაციც იყო, ვიცოდი, მაგრამ ესეთი ნაგავი თუ გამოდგებოდა, არ მეგონა...
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli me miveci xma! ბიძინა ივანიშვილს მივეცი ხმა და რადგან მაშინ მარგველაშვილი დაირქვა მივეცი ხმა ამ მარგველაშვილს! იმედია ბიძინა მეტს აღარ მიქარავს!
5 წლის უკან