ავარია თბილისის საჯარო სკოლასთან - ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა და ერთ-ერთი ტროტუარზე ავარდა

ავარია თბილისის საჯარო სკოლასთან - ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა და ერთ-ერთი ტროტუარზე ავარდა

ავარია თბილისში - მე-16 საჯარო სკოლასთან ავტოსაგზაო შემთხვევისას ფეხით მოსიარულე დაშავდა.

თვითმხილველთა თქმით, ორი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.