ნინო კვაჭანტირაძე: შარშან ვწერდი, წელსაც ამას ვწერ, ვნახოთ 1 წლის მერე როგორ შემეცვლება სათქმელი!

ნინო კვაჭანტირაძე: შარშან ვწერდი, წელსაც ამას ვწერ, ვნახოთ 1 წლის მერე როგორ შემეცვლება სათქმელი!

შარშან ვწერდი, წელსაც ამას ვწერ, ვნახოთ 1 წლის მერე როგორ შემეცვლება სათქმელი! - წერს ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.

ყველაზე უიმედო მაშინ ვიყავი, სულს ამოგხდითო, ხელისუფლების სახელით რომ მემუქრებოდნენ, ნულოვანი ტოლერანტობაო, რომ დამჩხაოდნენ, სახლში რომ ვიყავი გატრუნული და ეზოში გაჩერებული ყველა უცნობი მანქანა ჩემთან მოსული სადამსჯელო რაზმი რომ მეგონა, რომ მეგონა არასოდეს დასრულდებოდა შიშიანობა და ქვეყნის აღმშენელობის ეგიდით მწამებლები და სისხლისმღვრელები, ხოდა ამ დროს გამოჩნდი და გავიხარეეეეე, მხსნელად გიგულე... დედას გაფიცებ, მამას გაფიცებ და ყველა შენს საფიცარს, რაღაც იმედები ისევ თუ დამრჩა, არ გამიცრუოოო, თორემ იმედგაცრუებული და ნაღალატევი ადამიანი ადამიანი კი არა ნივთიაა, ნუ გვაქცევ ნივთებად, ჩვენ ხომ გუუულწრფელად გამოგყევით, იფიქრეთ ჩვენზეც, ვინც არც ვხატავთ , არც ვმღერით, არც ვმსახიობობთ, არც ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები ვართ,არც თქვენს სასახლეებში ვიჭყიტებით, არც ენისმოჩლექით გელაპარაკებით და არც გემათხოვრებით, უბრალოდ, იმ ხალხს ენდეთ , ვინც ამ ქყვეყნის ტკივილში იხარშება და გულით წუხს და არა სიტყვებით, მედროვე გოგო–ბიჭები სულ "მადროვეს" რეჟიმში არიან, განა რამდენი წელი კი დაგვრჩა, რომ ისევ ვადროვოთ და უღირსები ავიტანოთ!! დღეს თქვენი დაბადების დღე ყოფილა, მოსალოცები, საერთო სიხარულები და წარმატებები არ მოგკლებოდეს თქვენ, ჩვენ და ამ გადაუშენებელ ქვეყანას!!!

ჯერ კიდევ მინდა მჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება!!!

პ.ს. მერაბ მამარდაშვილმა თქვა – .“ღმერთი ეს არის იგივე ადამიანი, რომელსაც მუდმივად ახსოვს ზეცა!” გახსოვდეთ ზეცა!!!

trampi ყოჩაღ კვაჭი “ღმერთი ეს არის იგივე ადამიანი, რომელსაც მუდმივად ახსოვს ზეცა!” გახსოვდეთ ზეცა!!!
4 წლის უკან